საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია გმობს სიძულვილის ენას

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ტელეარხების მიკროფონები
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი გმობს სიძულვილის გამოვლინებას ჟურნალისტების მხრიდან.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (International Federation of Journalists, IFJ) გმობს ჟურნალისტების მხრიდან სიძულვილის გამოვლინებას, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს IFJ-ს გენერალურმა მდივანმა ენტონი ბელანჟერმა. 

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გაბუნიას ქეისი, ანუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა

მისი თქმით, ჟურნალისტებს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მეტი პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებთ.  

„IFJ გმობს სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების მიერ. მასმედიას შეუძლია ჰქონდეს მტკიცე შეხედულებები და მოსაზრებები შეურაცხყოფისა და ლანძღვის გარეშე. ვინაიდან საქართველოში ჟურნალისტები უკვე დგანან ცეცხლის ხაზზე, საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მეტად დამოუკიდებლად მოწოდება და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა“, — განაცხადა ბელანჟერმა.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური