13:26 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
თბილისობა

„როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან პროდუქციის შეტანის აკრძალვას არ გეგმავს

© Sputnik / Alex Shlamov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (159)
8710

რუსეთი საქართველოს ერთ–ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია

თბილისი, 27 ივნისი - Spuntik. „როსსელხოზნადზორი“ არ განიხილავს საქართველოდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის  შემოტანის აკრძალვის საკითხს, იუწყება РИА Новости უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტზე დაყრდნობით.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა დაუწესდათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.

„ამ საკითხს არც კი განვიხილავთ. დღეს ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად საკმაოდ ეფექტურად ვმუშობთ. ჩვენ  საამისო მიზეზი და საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში უფრო მეტ ექსპორტს განახორციელებს, ვიდრე იმპორტს ამ ქვეყნიდან. 

„რომ დავაზუსტო, დაახლოებით ოთხჯერ მეტს. ამიტომ, აბსოლუტურად ალოგიკურია (შეზღუდვა – რედ.) ბაზრის, რომელიც დღეისთვის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს – ჩვენ იქ ვაგზავნით მარცვლელულს, სხვადასხვა პროდუქციის დიდ რაოდენობას“, – დასძინა მან.

დანკვერტის სიტყვებით, მის უწყებაში პოლიტიკური მომენტების განხილვა არ ხდება, მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას იხილავენ. ქართულ მხარესთან უერთიერთგაგება, მისი თქმით, კარგ დონეზეა.

 „როსსელხოზნადზორის“ პრეს–მდივანმა იულია მელანომ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოდან შეტანილი პროდუქციის ოდენობა დიდი არაა და ბოლო პერიოდში პროდუქციის მოწოდებაზე სერიოზული შეფერხებები არ ფიქსირდება.

ამასთან, „როსპოტრებნადზორში“ ორშაბათს აღნიშნეს, რომ საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო უწყების სპეციალისტებმა მის ხარისხზე კონტროლი გააძლიერეს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი არიან. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 1,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 34,4%-ია. 


2019 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3,6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,5%.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა  56 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 16,6 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 39 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 36,2 ტონა ცენტრიფუგა, 2,6 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.  

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორია - 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთში დაახლოებით 21,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

ამასთან, რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია - წლის დასაწყისიდან დაახლოებით 137,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 117,1 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 53,8 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 114,3 ათასი ტონა ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან, 39,4 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და სხვ.



თემები:
რუსეთი დღეს (159)

მთავარი თემები