თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოდან რუსეთში მცენარეული პროდუქციის მიწოდებისას რაიმე სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, განუცხადა ორშაბათს ჟურნალისტებს „როსსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანმა იულია მელანომ.
„საქართველოდან მოწოდებული მცენარეული პროდუქციის წილი მცირეა. მოწოდებულ პროდუქციაში ბოლო დროს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. „როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან მოწოდებული პროდუქციის კონტროლს სტანდარტული სამუშაო წესით განაგრძობს“, - განაცხადა მელანომ.
„როსპოტრებნადზორმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ საქართველოდან მოწოდებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო მისი ხარისხის კონტროლი გაამკაცრა.
რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო >>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. მთავრობას კი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.