„როსტურიზმის“ ცხელ ხაზზე საქართველოსთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა დარეკა

გამოწერა
რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისს ამოქმედდება.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. „როსტურიზმის“ ცხელ ხაზზე რუსი ტურისტების მხრიდან 500-ზე მეტი ზარი შევიდა. მათ საქართველოში არსებული ვითარება აინტერესებდათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსტურიზმის“ პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.

თბილისში არეულობების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამასთან, 8 ივლისიდან ფრენებს ვეღარ შეასრულებენ ქართული ავიაკომპანიებიც.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ჩვენს ქვეყანაში დაცულია ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება

„2019 წლის 21 ივნისიდან „როსტურიზმმა“ ორგანიზება გაუწია ცხელი ხაზის მუშაობას 08:00 საათიდან 00:00 საათამდე. ცხელ ხაზზე შემოვიდა 553 ზარი. „როსტურიზმის“ ვებ-გვერდზე განთავსებულია რეკომენდაციები ტურისტებისთვის, ასევე პასუხები კითხვებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ისმება. ამ დროისთვის მომართვიანობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა“, – განაცხადეს უწყების პრეს–სამსახურში.

ტურისტებს, რომელთა ვიზიტიც ტუროპერატორების მიერაა ორგანიზებული, შეუძლიათ თანხა სრული მოცულობით დაიბრუნონ, ან შეცვალონ ის სხვა მიმართულებით, აღნიშნავენ უწყებაში.

დამოუკიდებელ მოგზაურებს, რომლებმაც ცალკეული ტურისტული მომსახურება შეიძინეს (სასტუმრო, ექსკურსია და სხვა), რუსეთის სამოქალაქო კანონმდებლობით, თანხის დასაბრუნებლად შეუძლიათ ამ მომსახურების შეძენის ადგილს მიმართონ, განმარტავეენ „როსტურიზმში“.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: „ურალის ავიახაზები", „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. ამას გარდა, რუსეთში ფრენებს ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines ასრულებენ.

გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 8,7 მილიონი ადამიანი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1,4 მილიონჯერ მოინახულეს. წელს კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0