16:30 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
რუსეთის პოლიცია

მამაკაცი გაზირებული სასმელით წამლავდა გამვლელებს: ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (166)
15911

როგორც ირკვევა, მამაკაცი მოსკოვის ცენტრში გამვლელებს ეცნობოდა და მათ მოწამლული გაზირებული სასმელით უმასპინძლდებოდა, რის შემდეგაც სცემდა და ძარცვავდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მოსკოვში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქალაქის ცენტრში გამვლელებზე თავდასხმასა და მოწამვლაშია ეჭვმიტანილი, იუწყება Вести.ру სააგენტო Москва-ზე დაყრდნობით, რომელმაც, თავის მხრივ, ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებში არსებული წყაროსგან მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისათვის ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ტარდება. უკვე ამოღებულია დაფასოებული „თეთრი ფხვნილი“.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებული 26 წლის მამაკაცი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მკვიდრი მურატ საბინოვია, რომლის ფოტოსაც Telegram-ი აქვეყნებს.

მანამდე The Village ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბოროტმოქმედმა 24 ადამიანი დააზარალა. როგორც ირკვევა, მამაკაცი მოსკოვის ცენტრში გამვლელებს ეცნობოდა და მათ მოწამლული გაზირებული სასმელით უმასპინძლდებოდა, რის შემდეგაც სცემდა და ძარცვავდა.

აღსანიშნავია, რომ დამნაშავის ქმედების შედეგად ზოგი დაზარალებული კომაშია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი მანამდეც დააკავეს, თუმცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც თავდასხმები მოსკოვის ცენტრში განახლდა.

 

თემები:
რუსეთი დღეს (166)

მთავარი თემები