23:47 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
გასაგზავნად გამზადებული ატმის მოსავალი

„როსსელხოზნადზორი“: ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევა არ დაფიქსირდა

© photo by press-service of Ministry of Agriculture of Georgia
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (307)
60 0 0

„როსსელხოზნადზორი“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულს სტანდარტული წესით გააკონტროლებს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოდან რუსეთში მცენარეული პროდუქციის მიწოდებისას რაიმე სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, განუცხადა ორშაბათს ჟურნალისტებს „როსსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანმა იულია მელანომ.

„საქართველოდან მოწოდებული მცენარეული პროდუქციის წილი მცირეა. მოწოდებულ პროდუქციაში ბოლო დროს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. „როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან მოწოდებული პროდუქციის კონტროლს სტანდარტული სამუშაო წესით განაგრძობს“, - განაცხადა მელანომ.

„როსპოტრებნადზორმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ საქართველოდან მოწოდებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო მისი ხარისხის კონტროლი გაამკაცრა.

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო >>

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. მთავრობას კი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (307)

მთავარი თემები