რუსეთის უშიშროების საბჭომ საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, გააფრთხილოს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ექსტრემისტული ელემენტების მოქმედებებიდან გამომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად განიხილა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
კოშმარული პროვოკაცია: მარია ზახაროვა კომენტარს აკეთებს

საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე შეკრებილებს, მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, საავადმყოფოებში ასზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს — როგორც მომიტინგეები, ისე პოლიციის თანამშრომლები. 

„ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუსი პარლამენტარების მიმართ შეფასებულია როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება“, — აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, „გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, საქართველოში მყოფები თუ იქით მიმავლები, ექსტრემისტული ელემენტების მოქმედებებიდან გამომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0