10:20 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ელექტრო-გადამცემი ხაზი

პერსპექტიული ქვეყანა: რუსული ელექტროენერგიის ექსპორტი და საქართველო

© Sputnik / Levan Avlabreli
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (45)
122 0 0

Интер РАО საქართველოში ორ ჰესს — „ხრამი–1“-სა და „ხრამი–2“-ს ფლობს, რომელთა საერთო სიმძლავრე 227 მეგავატს შეადგენს. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის კომპანია „თელასის“ 75,11%, რომელიც თბილისს ემსახურება.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. რუსეთის ენერგეტიკული კომპანია Интер РАО ელექტროენერგიის ექსპორტის ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოსაც განიხილავს, რომელსაც თურქეთში შემდგომი მიწოდების პოტენციალი აქვს, აცხადებს რუსული კომპანიის მმართველობის წევრი ალექსანდრა პანინა. 

2018 წელს Интер РАО-მ საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 58,8%-ით შეამცირა და 206 მლნ კილოვატ/საათამდე დაიყვანა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთიდან საქართველოში 74,4 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგიაა შემოსული.

„პერსპექტიულ მიმართულებებს შორის არის საქართველო. ტექნიკურად მიწოდება საქართველოში ან რუსეთიდანაა შესაძლებელი, ან აზერბაიჯანიდან. რუსეთიდან მიწოდების საიმედოობაზე გავლენას ახდენს რთული მთიანი ლანდშაფტი, რომელზეც ელექტროგადამცემი ხაზები გადის. ჩვენ ვთხოვეთ ქსელურ კომპანიას, შეიმუშავოს პროგრამა ხაზების საიმედოობის გასაზრდელად“, — აღნიშნა პანინამ.

Интер РАО საქართველოში ორ ჰესს — „ხრამი–1“-სა და „ხრამი–2“-ს ფლობს, რომელთა საერთო სიმძლავრე 227 მეგავატს შეადგენს. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის კომპანია „თელასის“ 75,11%, რომელიც თბილისს ემსახურება.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წლისთვის, პროგნოზების თანახმად, 22 მლრდ კილოვატ/საათს მიაღწევს. დღეისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 13 მლრდ კილოვატ/საათის ტოლია.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (45)

მთავარი თემები