08:43 22 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ტარიელ მულუხოვი - ონიანი

რუსეთი „კანონიერ ქურდ" ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემს

© photo: Sputnik / Andrey Stenin
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (114)
324 0 0

ესპანეთი ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ მულუხოვს (ონიანი) 2006 წლიდან ეძებდა „დანაშაულებრივი ფულის" ლეგალიზაციის შესახებ საქმის ფარგლებში.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ცნობილ „კანონიერ ქურდს" ტარიელ მულუხოვს (ონიანი), მეტსახელად „ტაროს" რუსეთი ესპანეთს გადასცემს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით.

ონიანი, რომელიც ბიზნესმენის გატაცებისთვის სასჯელს რუსეთში იხდიდა, 9 აპრილს გაათავისუფლეს, მაგრამ ძებნისა და დაკავების შესახებ საერთაშორისო უწყების საფუძველზე იმავე დღეს დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი.

გამოვიდა, მაგრამ ისევ ჩასვეს: ტარიელ ონიანი კვლავ დააკავეს>>

რუსეთის უწყებაში აცხადებენ, რომ ონიანი დაკავებულია სასამართლოს შესაბამისი დადგენილების, ასევე გადაცემის შესახებ ევროპის კონვენციის საფუძველზე, „რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გადაცემა ესპანეთის კომპეტენტური ორგანოებისთვის".

ესპანეთმა ონიანზე საერთაშორისო ძებნა 2006 წელს გამოაცხადა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაცია. 2005 წელს ოპერაცია Avispa-ს ფარგლებში დანაშაულებრივი სამყაროს წევრების უმრავლესობა დააკავეს, რომელთა შორის იყვნენ ესპანეთის, რუსეთის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები. ოპერაციის შედეგად ესპანეთის ტერიტორიაზე 28 ადამიანი დააკავეს, 800-ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა. მაშინ ონიანმა ესპანეთის მართლმსაჯულებას თავი დააღწია.

რუსეთში 2018 წლის აგვისტოში მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ონიანის ქვეყანაში ყოფნა არასასურველია.

„პოლიციის თანამშრომლები მუდმივად მუშაობენ, რათა ნეიტრალიზებული იყოს რუსეთში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ნეგატიური გავლენა პირებისა, რომლებსაც დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი პოზიციები უკავიათ", – განმარტავენ რუსეთის შსს-ში.

ონიანს, რომელსაც მასმედია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს, 2010 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით სასჯელის ზომა ორი თვით შეუმცირდა.

თემები:
რუსეთი დღეს (114)

მთავარი თემები