კანონიერი ქურდი თუ პოლიტიკური ლტოლვილი – „ლავასოღლიმ“ შიმშილობა დაიწყო

© Pixabay / Pavlofoxსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის ექსტრადირების ვადა მიმდინარე წლის მაისში იწურება.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ მინდია გორაძემ, მეტსახელად „ლავასოღლიმ“, რომელიც თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, განაცხადა გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე.

გამოვიდა, მაგრამ ისევ ჩასვეს: ტარიელ ონიანი კვლავ დააკავეს>>>

კობაიძის განცხადებით, მინდია გორაძე თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.

„მინდია გორაძე ძალიან გაბრაზებულია. მეექვსე თვეა თურქეთის ციხეში ზის... ექსტრადირების ვადა მიმდინარე წლის მაისში იწურება. მინდია გორაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს", – განაცხადა კობაიძემ.

მართლმსაჯულების თემიდა - Sputnik საქართველო
ორი სასჯელი ერთი დანაშაულისთვის: „ლავასოღლის“ საქართველოში კიდევ ერთი განაჩენი ელის

ამასთან ერთად მან უკანონო უწოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გასულ კვირაში გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლის ვადით პატიმრობა იმის გამო, რომ მას „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს. გორაძეს ბრალი 2018 წლის ივლისში წარუდგინეს, მას შემდეგ, რაც თბილისსა და აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით ათი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი აშინებდნენ ხალხს, სძალავდნენ ფულს და აწყობდნენ „ქურდულ შეკრებებს“.

„ეს უკანონობის მთელი კასკადია, რომელიც მოსამართლემ ჩაიდინა. არავის ისე არ დევნიდნენ, როგორც მინდია გორაძეს და მის ოჯახს. სამწუხაროა, რომ სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მინდია გორაძე პოლიტიკური დევნილია“, – აღნიშნა კობაიძემ.

ადვოკატის სიტყვებით, გორაძე ერთი და იმავე მუხლით ორჯერ გაასამართლეს.

მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს. მანამდე, 2018 წლის ივლისში მას განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში. მას დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ბიზნესწილებს „კანონიერი ქურდები" ანაწილებენ: დაკავებულია სამი პირი

„არანაირი სამხილი არ არსებობდა, მიუხედავად ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“, – განაცხადა კობაიძემ.

მოგვიანებით, 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული განაჩენი. ამ დროისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში გორაძეს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან საქართველოში, რომლებიც მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ. ის მათ აძლევდა მითითებებს და „ქურდული ობშიაკის" თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებდა.

გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0