23:05 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
ერმიტაჟი

სანქტ-პეტერბურგში ქართული ენის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Boris Manushyn
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

საქართველოში ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების უკვდავსაყოფად დაწესდა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ქართული ენის დღეს, რომელსაც საქართველოში 14 აპრილს აღნიშნავენ, წელს სანქტ-პეტერბურგშიც იზეიმებენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

„შემომეხარჯა" – ანუ როგორ „დანებდა" დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართულ ზმნას>>>

სანქტ-პეტერბურგში „დედაენის" დღეს კინოფილმ „დედეს" ჩვენებით აღნიშნავენ, რომელიც არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. ღონისძიების ინიციატორია ორგანიზაცია „თერგდალეულები - პეტერბურგის ახალგაზრდა ქართველები" და ქართული კინოს შესახებ ინსტაგრამ-აქაუნთი Georgiancinema.

„რამდენადაც ფილმის ჩვენება „დედაენის" დღეს გაიმართება, იგი ქართულ ენაზე, სუბტიტრებით გავა. ამ ფორმატში „დედე" მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობას თქვენ გაგიზიარებთ", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კინოსეანსი, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში Охта Lab-ში გაიმართება. კინოდარბაზში ადგილები შეზღუდულია, ამიტომ საჭიროა ონლაინ რეგისტრაციის გავლა.

ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე" სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია.

მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. პოლონეთის XV საერთაშორისო ფესტივალზე Tofifest Film Festival საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა პრიზი „ვერცხლის ანგელოზი", საფრანგეთში მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე Cinemed მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა, შემდეგ სურათმა გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA).

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს თბილისში ქართული ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები ჩატარდა, რომლის შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

 

მთავარი თემები