09:45 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
თინა კანდელაკი

„გაგიმარჯოთ!“ - თინა კანდელაკს თბილისში ჩამოსვლა სურს

© photo: Sputnik / Еkaterina Chesnokova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (31)
43210

კანდელაკს ქართული ენა არ დავიწყებია, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილის შესახებ ისაუბრა.

საუბარი საქართველოს შესახებ მაშინ დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელ Instagram-ზე ხელმომწერებმა ტელეწამყვანს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა „ფოლოვერმა“ ჰკითხა კანდელაკს: „თანახმა ხართ თბილისთან თანამშრომლობაზე?“ რაზეც ჟურნალისტმა მხურვალე თანხმობა განაცხადა.

„Не то слово, я согласна!“, - განაცხადა მან და რამდენიმე ფრაზა ქართულად დაამატა.

„გაგიმარჯოთ, კარგად იყავით! დიდი სიამოვნებით ჩამოვალ! ვაპირებ ჩამოსვლას, ტაბრიზასაც (რუსეთში ტოპ-ტელეწამყვანების საკონცერტო დირექტორი ტაბრიზ შახიდი - რედ.) უნდა ჩამოსვლა. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ, დაგვირეკეთ, გვეკონტაქტეთ“, - განაცხადა ტელეწამყვანმა ქართულ ენახზე.

თინა კანდელაკი დაიბადა თბილისში 1975 წელს. მამა იყო ეკონომისტი, დედა - ექიმი-ნარკოლოგი. თინამ თბილისში 64-ე საშუალო სკოლა დაამთავრა.

გახსნის თუ არა რესტორანს თბილისში თინა კანდელაკი >>

თინა კანდელაკი რუსული სპორტული არხის გენერალური პროდიუსერი გახდება - მისაბაჩკება

1993 წელს თინა ეუფლებოდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა. 2008 წელს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

თინა კანდელაკი - რუსული ნაციონალური სატელევიზიო პრემია „ტეფის“ მრავალგზის მფლობელია. პრემია გადაეცემა სატელევიზიო ხელოვნების სფეროში მიღწევებისთვის და ამერიკული „ემის“ რუსულ ანალოგს წარმოადგენს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (31)

მთავარი თემები