20:39 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
ერთ-ერთი სილამაზის კონკურსის მონაწილეები

საქართველოში „სამყაროს სილამაზის" ტიტულის პრეტენდენტს ეძებენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

კონკურსის ორგანიზატორები დიდ ყურადღებას მიაქცევენ გოგონების შინაგან სილამაზესა და შემოქმედებით უნარებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გამოცხადდა შერჩევა რუსული სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „სამყაროს სილამაზე 2019" ახალ სეზონში მონაწილეობისთვის, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე გაუთხოვარ გოგონებს, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ. მათი სიმაღლე 165 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

პროექტმა 2019 წლის ახალ სეზონში ფორმატი შეიცვალა. ის ერთადერთი სილამაზის საერთაშორისო კონკურსი გახდა, სადაც ამიერიდან საცურაო კოსტიუმებით არ გამოვლენ. ორგანიზატორების განცხადებით, მათ გადაწყვიტეს, მეტი ყურადღება დაუთმონ არა გარეგნულ, არამედ შინაგან სილამაზეს და მონაწილეთა შემოქმედებით შესაძლებლობებს.

დამატებით პირობებს შორისაა აქტიური სოციალური პოზიცია. ასევე მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, ტატუ თვალსაჩინო ადგილზე და არ უნდა იყოს მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ანკეტის შევსება შესაძლებელია საერთაშორისო კონკურსის ვებ-გვერდზე.

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „სამყაროს სილამაზე" შედარებით ახალი და მსოფლიო მასშტაბით რუსული წარმოების ერთადერთი კონკურსია. ის პირველად 2015 წელს გაიმართა, ხოლო პირველი ფინალი 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა.

„სამყაროს სილამაზის" ტიტულის მფლობელი 2019 წელს მოსკოვში დასახელდება. ფინალური შოუს თარიღს დამატებით გამოაცხადებენ.

 

მთავარი თემები