„ოქროს შემოდგომის" ფარგლებში მოსკოვში საქართველოს დღე ჩატარდება

© официальный сайт мэра Москвыფესტივალი "ოქროს შემოდგომა"
ფესტივალი ოქროს შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს დღე“ მოსკოვში 1 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება კულინარიული და ფლორისტული მასტერ-კლასები, ასევე გაიმართება ჯგუფ Shoo Music Family-ს გამოსვლა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „მოსკოვური სეზონების“ ფარგლებში, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 22 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით იმართება, ფესტივალზე „ოქროს შემოდგომა" წარმოდგენილი იქნება ქართული პროგრამა.

„ოქროს შემოდგომა" – ეს არის საშემოდგომო გასტრონომიული მარათონი, რომლის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება ფესტივალები, სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსები და სპორტული ასპარებობები. მარათონის მნიშვნელოვანი ნაწილია თემატური ბაზრობები უნიკალური საქონლით მთელი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე ნათელი ინსტალაციები და არტ-ობიექტები რუსი და უცხოელი მხატვრებისგან.

თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
თბილისობა 2017-ს მოსკოვში 7 ოქტომბერს მასშტაბურად აღნიშნავენ

ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ფესტივალზე 1 ოქტომბერს მთლიანად საქართველოსადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამა ჩაატარონ.

ტვერის მოედანზე დაგეგმილია ჯგუფ Shoo Music Family-ს კონცერტი საქართველოსადმი მიძღვნილი მუსიკალური პროგრამით — იქნება კლასიკური და თანამედროვე კომპოზიციები ჯაზური არანჟირებით.

ქართული სამზარეულოთი დაინტერესებულ სტუმრებს ელოდებათ მასტერ-კლასები ტრადიციული ქართული პურის ცხობაში, ასევე სეზონური ხილისა და ბოსტნეულისგან მურაბებისა და ჯემების დამზადებაში.

ასევე იქნება ლექცია და დეგუსტაცია: „გაეცანით ყველის სახეობებს, რომლებიც გაჩნდა საქართველოში და აწარმოებენ რუსეთში".

გარდა ამისა, საქართველოს დღეს გაიმართება ფლორისტული მასტერ-კლასები საშემოდგომო კომპოზიციების მომზადებაში, ხელსაქმეში, ასევე ფლორისტული სემინარები დეკორატიული კომპოზიციების შექმნაში სეზონური ბოსტნეულის, ხილისა და ყვავილებისგან.

სტუმრებს ასევე ელოდებათ ინტერაქტიული სპექტაკლი „მოსავლის აღება" და კლასიკური მუსიკის კონცერტი სიმებიანი ტრიოს Ammirato შესრულებით.

„საქართველოს დღის“ ღონისძიებები ჩატარდება მოსკოვის დროით 12:00 საათიდან 20:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0