ზაზა ფაჩულია რუსულ საჭიქეს მიიღებს

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშისაჭიქეები
საჭიქეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
NBA-ს ჩემპიონმა რუსულ ქარხანას 200 საჭიქე შეუკვეთა, აქედან ნაწილი სპილენძისაა, ნაწილი კი ნიკელის - მოსევადებული

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის NBA-ს ჩემპიონმა, საკალათბურთო გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა" საჭიქეები შეიძინა, რომლებიც რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ქარხანა „ელექტროკაბელშია" დამზადებული, აღნიშნულია საწარმოს პრეს-რელიზში.

„გოლდენ სტეიტ უორიორზი" ბოლო სამ წელიწადში NBA-ს ჩემპიონი ორჯერ – 2015 და 2017 წლებში გახდა და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად არის მიჩნეული. კლუბის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გამოდის.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
მელუა, ფაჩულია და სხვები საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ

თითოეულ საჭიქეზე დატანილია ლოგოტიპი, კლუბის დასახელება, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აბრევიატურა და მისი დასავლეთ კონფერენციის ნიშანი. შტამპი დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნებით დაამზადეს. სულ ამერიკელებმა სერია "კალათბურთის" 200 საჭიქე შეიძინეს, მათ შორის 130 სპილენძის და 70 — ნიკელის — მოსევადებული. დაკვეთის საერთო ღირებულებამ 6,5 ათას აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

© Электрокабель" Кольчугинский завод"კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" საჭიქე
Подстаканники для клуба НБА Голден Стэйт Уорриорз - Sputnik საქართველო
კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" საჭიქე

ქარხანა 1896 წლიდან ჭურჭელსა და სუფრის სერვირების ნაკეთობებს ამზადებს სპილენძისგან, სხვადასხვა შენადნობებისგან (მელქიორი, თითბერი და სხვა) და ძვირფასი ლითონებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0