09:45 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
რუსეთის პოლიცია

რუსეთის შსს: ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი ქალი შესაძლოა საქართველოში იყოს

© Sputnik/ Евгений Биятов
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
7202

რუსეთის შსს-ს საქართველოსთვის ჯერჯერობით არ გამოუთხოვებია ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, რადგანაც მასზე საერთაშორისო ძებნა ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პოლიციის ვერსიით, ვოლგოგრადის ბანკში ფულის მოპარვაში ეჭვმიტანილი შეიძლება საქართველოში ნათესავებთან იმყოფებოდეს, იუწყება РИА Новости ვოლგოგრადის ოლქის შსს-ს მთავარ სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მაისის ბოლოს პოლიციაში  ბანკის მმართველის განცხადება შევიდა, რომელმაც 9 მილიონი რუბლის და უცხოურ ვალუტაში 80000 რუბლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 158-ე მუხლით („ძარცვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით“) აღიძრა. 

„ძებნა გრძელდება, თუმცა, დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი უახლოესი ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ. მისი შესაძლო ადგილმდებარეობა — საქართველოს ტერიტორიაა“, — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

სამართალდამცველ ორგანოებში არსებულმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ოპერატიულ თანამშრომლებს ეჭვმიტანილზე ინფორმაციის გამოთხოვება არ შეუძლიათ, რადგან მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ არის. წყაროს თქმით, ეს პროცედურა 1-1,5 თვემდე  გრძელდება.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, ეჭვმიტანილმა თანამშრომელმა ძარცვამდე ერთი დღით ადრე საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. პოლიციამ დაადგინა, რომ ძარცვამდე რამდენიმე ხნით ადრე ქალმა სკოლიდან საკუთარი შვილების დოკუმენტები სხვა მისამართზე გადასვლის  საბაბით გამოიტანა. სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილის მეუღლე სამსახურის დატოვებამდე რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. ამჟამად მასზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული.

წყაროს თქმით, დიდძალი თანხა „ბინბანკიდან“ დაიკარგა. ბანკის პრეს-სამსახური მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.


მთავარი თემები