რუსეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ექსტრადირებულია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliკობა ქარჩავა
კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად 15 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქე სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე რუსეთიდან სამშობლოშია გადმოყვანილი.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე მანუჩარ კვარაცხელია, რომელიც სასჯელს რუსეთში ლიპეცკის №3 დაწესებულებაში იხდიდა, სამშობლოშია ექსტრადირებული, ოთხშაბათს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ბრიფინგზე განაცხადა უფლებადამცველი ორგანიზაციის "სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარემ კობა ქარჩავამ.

მძიმე ავადმყოფი მანუჩარ კვარაცხელია ოთხი წლის წინ რუსეთში ქურდობისთვის  გაასამართლეს. ოთხი წელი  გავიდა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კვარაცხელიას ვადა ოთხიდან  წელიწადნახევრამდე შეუმცირდა. სამშობლოში მის ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ორი წელი გრძელდებოდა.

„რუსეთისა და საქართველოს საზოგადოების მონაწილეობით პირველად უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემიდან საქართველოში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადმოყვანილია მძიმე ავადმყოფი მანუჩარ კვარაცხელია“,- განაცხადა ქარჩავამ. 

კვარაცხელიას რუსეთიდან საქართველოში გადმოყვანის ფაქტს ქარჩავა რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯს და  ჰუმანურობის გამოვლინებას უწოდებს.

„ორი ქვეყნის ურთიერთობებში ეს დიდი წინსვლაა. მის გადმოყვანაზე მუშაობა იმის მერე დავიწყეთ, რაც პატიმრის მძიმედ დაავადებულმა დედამ მოგვმართა. ის ვერ აკითხავდა თავის შვილს. ადვოკატები ბევრ ფულს მოითხოვდნენ. რუსეთის მხრიდან უზამაზარი მხარდაჭერა დავინახეთ, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ჰუმანიზმი დავინახეთ“,-  აღნიშნა კობა ქარჩავამ.

ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველო“ ასევე რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის დაწყებას გეგმავს, რომლებიც სასჯელს საქართველოში იხდიან.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გადაყვანის თაობაზე რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სასჯელს საქართველოში იხდიან. ორი ქვეყნის ურთიერთობებში ეს დიდი წინსვლაა, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ასეთი კონტაქტები ორ ქვეყანას შორის გაქრა“,- ხაზი გაუსვა ქარჩავამ.

ბრიფინგზე კობა ქარჩავამ ცალკე აღნიშნა, რომ მანუჩარ კვარაცხელიას ექსტრადიცია უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პატიმარი გადმოყვანილია რუსეთიდან საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე.

ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველო“ 2013 წელს დაარსდა. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან  "პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირთან" და „ქართულ ემიგრაცია და მიგრაციასთან“ ერთად ქმნის კოალიციას, რომელიც საქართველოს პატიმარ-მოქალაქეების უფლებების საკითხებით არის დაკავებული, მათ შორის იმ პატიმრების უფლებების,  რომლებიც სასჯელს რუსეთში იხდიან. კერძოდ ახორციელებენ პატიმართა უფლებების მონიტორინგს, სთავაზობენ მათ იურიდიულ კონსულტაციებს და პატიმართა მშობლებისათვის პაემნებისათვის სავიზო მხარდაჭერას ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0