17:27 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მის ინტერკონტინენტალი 2015

"მის ინტერკონტინენტალზე" ვალენტინა რასულოვამ გაიმარჯვა

facebook.com/worldbeautyorganization
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
301

24 წლის ვალენტინა რასულოვამ გამარჯვებულმა კონკურსის ორგანიზატორ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ჯილდოს სახით 35 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik.  გერმანიის ქალაქ მაგდებურგში გამართული სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის ინტერკონტიტენტალი —2015“-ის გამარჯვებული 24 წლის რუსი ვალენტინა რასულოვა გახდა, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

როგორც ტელე-რადიოკომპანია MDR იტყობინება, გამარჯვებულმა კონკურსის ორგანიზატორ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ჯილდოს სახით 35 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

კონკურსში 60-ზე მეტი ლამაზმანი იღებდა მონაწილეობას. მეორე ადგილზე ფილიპინელი, ხოლო მესამეზე — ამერიკელი გავიდა. საქართველოს კონკურსზე ელენე გამყრელიძე წარადგენდა.

„მის ინტერკონტინენტალი“ 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან კონკურსად ითვლება მსოფლიო სილამაზის კონკურსების ისტორიაში.


მთავარი თემები