თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში გამართული სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის ინტერკონტიტენტალი —2015“-ის გამარჯვებული 24 წლის რუსი ვალენტინა რასულოვა გახდა, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
როგორც ტელე-რადიოკომპანია MDR იტყობინება, გამარჯვებულმა კონკურსის ორგანიზატორ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ჯილდოს სახით 35 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
კონკურსში 60-ზე მეტი ლამაზმანი იღებდა მონაწილეობას. მეორე ადგილზე ფილიპინელი, ხოლო მესამეზე — ამერიკელი გავიდა. საქართველოს კონკურსზე ელენე გამყრელიძე წარადგენდა.
„მის ინტერკონტინენტალი“ 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან კონკურსად ითვლება მსოფლიო სილამაზის კონკურსების ისტორიაში.