კრემლი: ავიაკატასტროფისა და სირიაში რუსეთის ოპერაციის დაკავშირება საჭირო არ არის

© photo: Sputnik / Максим Григорьев/ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A321
Airbus A321 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგვიპტეში კატასტროფა და სირიაში რუსეთის ოპერაცია „აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხებია“ და მათ ერთმანეთთან დაკავშირებას საქმის რეალურ არსთან საერთო არაფერი აქვს, განაცხადა პესკოვმა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია და ეგვიპტეში მომხდარი А321-ის  ავიაკატასტროფა სხვადასხვა საკითხებია, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირება საჭირო არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან სამშაბათს, 3 ნოემბერს.

А321-ის ავიაკატასტროფისა და სირიაში კონფლიქტის საკითხის განხილვისას, პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველანაირი განსჯა უადგილოა. „რაღაც დონის ჰიპოთეტური განსჯა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უადგილოა. და კიდევ, ეს საერთოდ განსხვავებული საკითხებია და ერთმანეთთან დაკავშირება საჭირო არაა“, — განაცხადა მან.

Airbus A321 - Sputnik საქართველო
რუსეთში მგზავრები თვითმფრინავების მოცულობითა და სახეობით ინტერესდებიან

 „ამ საკითხზე სპეკულაციები მიდის. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გამოძიების პროცესში, თავისთავად, ამ თემით სპეკულირება ვიღაცას შეიძლება აწყობდეს, თუმცა, ამას საქმის რეალურ არსთან საერთო არაფერი აქვს“, — განაცხადა პესკოვმა. 

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მეორე დღეა მიდის და ამ პერიოდში კითხვებზე საბოლოო პასუხები გამოძიებას, ჯერჯერობით, არ აქვს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0