12:20 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
პუტინი: იარაღის ძალით უკრაინის მთლიანობის უზრუნველყოფა ვერ მოხდება

პუტინი: იარაღის ძალით უკრაინის მთლიანობის უზრუნველყოფა ვერ მოხდება

© video: Ruptly .
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
311

„საჭიროა ადამიანის უფლებებისა და ინტერესების რეალური გათვალისწინება დონბასში, მათი არჩევანის პატივისცემა, მათთან შეთანხმება როგორც ეს გათვალისწინებულია მინსკის შეთანხმებებით, სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის საკვანძო ელემენტებზე“, - განაცხადა პუტინმა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის მთლიანობის უზრუნველყოფა იარაღის ძალით ვერ მოხდება. აუცილებელია დონბასის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 

 „მუქარით, იარაღის ძალით უკრაინის მთლიანობის უზრუნველყოფა ვერ მოხდება. ეს კი გასაკეთებელია. საჭიროა ადამიანის უფლებებისა და ინტერესების რეალური გათვალისწინება დონბასში, მათი არჩევანის პატივისცემა, მათთან შეთანხმება როგორც ეს გათვალისწინებულია მინსკის შეთანხმებებით, სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის საკვანძო ელემენტებზე“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. 

 „ეს იმის საწინდარია, რომ უკრაინა განვითარდება როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, როგორც უმთავრესი დამაკავშირებელი რგოლი უსაფრთხოების საერთო სივრცისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა როგორც ევროპაში, ასევე ევრაზიაში“,  - განაცხადა მან. 


თემაზე

პუტინი: ისლამური სახელმწიფო ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა
პუტინი: რუსეთი ფართე ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას გთავაზობთ

მთავარი თემები