გახდება თუ არა არქტიკა აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის საბაბი?

არქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის რუსეთი თავმჯდომარეობს არქტიკულ საბჭოს, რომლის სხდომაც ივნისის ბოლოს გაიმართება

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. მოსკოვსა და ვაშინგტონს არქტიკაში თანამშრონლობა შეუძლიათ, ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის ამ რეგიონში თანამშრომლობის აღდგენა ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა დაახლოებას. ამასთან რუსეთს შეუძლია, განიმტკიცოს პოზიციები პლანეტის ამ ნაწილში, მიაჩნიათ ჟურნალ „რუსული არქტიკის“ ექსპერტებს.

არქტიკული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი კორჩუნოვს მიაჩნია, რომ რუსეთსა და აშშ-ს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ არქტიკის რეგიონის პასუხისმგებლიან მართვაზე მის ჰარმონიული და მდგრადი განვითარების, არქტიკაში მშვიდობისა და დაბალი სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის შენარჩუნების საქმეში.  

„სახელმწიფოთა ურთიერთქმედება საკითხთა ფართო წრეშია შესაძლებელი, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებას უკავშირდება: ეს არის ეკონომიკაც, სოციალური და ასევე გარემოს დაცვის საკითხებიც“, — აღნიშნა მან.

ჩრდილოეთის საკითხთა კომიტეტის წევრ ანატოლი შიროკოვის აზრით, ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ მხარეს მიანიშნა, რომ რუსეთს თავისი ეროვნული ინტერესები აქვს არქტიკაში, ამასთან მოსკოვი მზადაა თანამშრომლობისთვის და ამ ზონაში კონფლიქტი არ სურს. მაგრამ ეფექტური ურთიერთქმედების აწყობა არქტიკული კლუბის ყველა წევრი ქვეყნის ამოცანაა.

საპორტო ქალაქი დუდინკა ჩრდილოეთის ზღვის გზაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
რით სჯობს ჩრდილოეთის ზღვის გზა სუეცის არხს: რუსეთის განმარტება  

არქტიკაში ნაისნობის დარეგულირება — ეს ერთ-ერთი ის სფეროა, რომელშიც რუსი და ამერიკელი სპეციალისტები კონსტრუქციულად თანამშრომლობას შეძლებდნენ.

„აშშ-სა და რუსეთს, რომელთა იურისდიქციაშიცაა რეგიონის აკვატორიის უმეტესი ნაწილი, შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა ბერინგის ყურეში უსაფრთხო და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ნაოსნობის შესახებ შეთანხმებულ ზომებზე მუშაობა, რათა ავარიული სიტუაციები თავიდან იყოს აცილებული“, — აღნიშნავს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი დმიტრი ლიჟინი.

პარტნიორობისთვის არსებობს სხვა სფეროებიც. პროექტ Social Economy Culture Expert Group-ის ხელმძღვანელ იულია ზვორიკინას თქმით, საუბარია „ცისფერი“ ეკონომიკის პროექტებზე.

„ოკეანის ეკონომიკა ალტერნატიული ენერგეტიკაა, რომელიც ოკეანის რესურსებს უკავშირდება (მოქცევითს, ტალღურს): ენერგეტიკული კუნძულების, აკვაკულტურისა და სასურსათო უსაფრთხოების შექმნა, არქტიკული ყინულების სასმელ წლად გამოყენება. აქ განსაკუთრებული ადგილი შეიძლება დაიკავოს საერტაშორისო თანამშრომლობამ წარმოების, ტრანსპორტირებისა და წყალბადის გამოყენების სფეროებში. ამ თემის აქტუალობაზე ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის მიმაღთვაშიც, კლიმატურ სამიტზეც, საფრანგეთის  საქმიან წრეებთან შეხვედრაზეც და პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზეც“, — დაამატა მან.

არქტიკის რეგიონში ერთობლივ საქმიანობაში პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს სამეცნიერო თანამშრომლობა, მიაჩნია ჟურნალ „რუსული არქტიკის“ მთავარ რედაქტორ კირა ზმიევას.

„კლიმატური ცვლილებებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საკითხები აქტუალობას არ კარგავს, მათი გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სამეცნიერო სკოლების ერთობლივი ძალისხმევებითაა შესაძლებელი“, — განმარტა მან.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთს, რომელიც 2021 წლიდან არქტიკული საბჭოს თავმჯომარეა, ყველა შანსი აქვს, კონსტრუქციული ურთიერთქმედებები ააწყოს ამერიკელ პარტნიორებთან აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად.

29-30 ივნისს მოსკოვში, პირველად არქტიკულ საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ორგანიზაციის უფროსი თანამდებობის პირების აღმსარულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0