რით სჯობს ჩრდილოეთის ზღვის გზა სუეცის არხს: რუსეთის განმარტება  

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / ფოტობანკში გადასვლასაპორტო ქალაქი დუდინკა ჩრდილოეთის ზღვის გზაზე
საპორტო ქალაქი დუდინკა ჩრდილოეთის ზღვის გზაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
ჩრდილოეთის საზღვაო გზის სიგრძე დაახლოებით 5,6 ათას კილომეტრია და 40%-ით მოკლეა სუეცის არხის გავლით სატრანსპორტო მარშრუტზე

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, არქტიკული საბჭოს უფროსმა წარმომადგენელმა ნიკოლაი კორჩუნოვმა РИА Новости−თან ინტერვიუში განმარტა, რით სჯობს ჩრდილოეთის საზღვაო გზა სუეცის არხს.

რუსეთში სუეცის არხის შემცვლელი იპოვეს. რა პერსპექტივები აქვს ჩრდილოეთის ზღვის გზას? - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
რუსეთში სუეცის არხის შემცვლელი იპოვეს. რა პერსპექტივები აქვს ჩრდილოეთის ზღვის გზას?

დიპლომატის თქმით, მიმდინარე წლის მარტში კონტეინერმზიდ Ever Given−ის ინციდენტმა ალტერნატიული გლობალური სატრანსპორტ მარშრუტების განვითარების, მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა წარმოაჩინა  და ამასთან არსებული საზღვაო დერეფნების ნაკლოვანებები გამოავლინა.

„ჩრდილოეთის საზღვაო გზა 40%-ით მოკლეა სუეცის არხის გავლით სატრანსპორტო მარშრუტზე და რიგი უპირატესობები ახასიათებს, მათ შორის, პოლიტიკურიც. მისი მცირე მანძილზე განფენილობა ზოგავს არა მარტო დროს, არამედ საწვავის ხარჯებსაც, რაც ხელს უწყობს გარემოზე ანთროპოგენური დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანას“, — აღნიშნა კორჩუნოვმა.

მისი თქმით, რუსეთში ბოლო წლებში დადებითი დინამიკა შეინიშნება ჩრდილოეთის ზღვის გზით ტვირთების გადაზიდვისა და ნაისნობის განვითარების კუთხით. ეს დადებითად აისახება ჩრდილოეთის ტერიტორიებზე, ვაწრობასა და ტურიზმზე, ასევე ხელს შეუწყობს არქტიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას, აბორიგენების ცათვლით.

როგორც მანამდე „მინვოსტოკრაზვიტიას“ ხელმძღვანელმა ალექსეი ჩეკუნოვმა განაცხადა, უდიდესი აზიური ქვეყნები ჩრდილოეთის ზღვის გზას გადატვირთული სუეცის არხის ალტერნატივად განიხილავენ. ხოლო ვიცე−პრემიერმა იური ტრუტნევმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს  გააკეთებს იმისთვის, რომ ჩრდილოეთის საზღვაო გზით სარგებლობა მოსახერხებელი, უსაფრთხო და გარემოსზე ზემოქმედების კუთხით ნაკლებ საზიანო გახდეს.

ჩრდილოეთის საზღვაო გზის სიგრძე 5,6 ათას კილომეტრზე მეტს შეადგენს, ხოლო მისი მომიჯნავე სამდინარო სანაოსნო გზების სიგრძე 37 ათასი კილომეტრია. მისთვის ალტერნატივას წარმოადგენს სუეცის არხზე გამავალი სატრანსპორტო არტერიები, პანამის არხი ან კეთილი იმედის კონცხი.

პანამის დროშით მცურავი, ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიმავალი კონტეინერმზიდი Ever Given−ი, რომლის სიგრძეც 400 მეტრია,  23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე სუეცის არხში, რითაც ექვსი დღის განმავლობაში გადაკეტა ნაისნობა. ხომალდი მეჩეჩიდან 29 მარტს მოხსნეს რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ. ოპერაციაში 15−ზე მეტი საბუქსირო ხომალდი მონაწილეობდა. რიგში მდ გომი ხომალდებიდან ყველაზე ბოლომ არხში მხოლოს 3 აპრილსღა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური