08:21 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის მოსახლეობის მიმართ დაგეგმილ გენოციდს ჰქონდა ადგილი, მხარს უჭერენ ისტორიკოსები, დოკუმენტური ციკლის — „გენოციდი. რეიხის გეგმა“ ავტორები.

ლენინგრადის ბლოკადა, მასობრივი მკვლელობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამედიცინო ცდები ბანაკებში  — ეს ომის ექსცესები ან პირადი სისასტიკის გამოვლინება კი არ არის, არამედ დაგეგმილი გენოციდია. რატომ იბრძოდა გერმანია სხვადასხვაგვარად აღმოსავლეთსა და დასავლეთში?

საგენტო Россия сегодня−ში პრესკონფერეცია გაიმართა, რომელიც ახალ დოკუმენტურ ციკლს „გენოციდი. რაიხის გეგმა“ მიეძღვნა. ისტორიკოსებმა, მკვლევარება და საზოგადო მოღვაწეებმა ისაუბრეს დოკუმენტებზე, რომლებიც ამტკიცებს, რომ გერმანიის ხელმძღვანელობას სსრკ−ს მოქალაქეების გენოციდი ჰქონდა ჩაფიქრებული.

რესურსების დაპყრობის გეგმა

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, დიდმა ბრიტანეთმა საზღვაო ბლოკადა მოუწყო გერმანიას და მესამე რაიხის ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. 1940 წელს ნაცისტების ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა თავისი ეკონომისტებისგან უსიამოვნო პროგნოზები მიიღო იმის თაობაზე, რომ მოსახლეობისთვის კვების რაციონის შემცირება მოუწევდა. შესაბამისად, საჭირო იყო მარაგების ევროპის კონტინენტზე ვიღაცის ხარჯზე შევსება. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური მოტივაცია იქცა კიდეც სსრკ−ზე თავდასხმის ერთ−ერთ მიზეზად.

„გერმანელმა ანალიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ თუ საბჭოთა კავშირის შავმიწა ტერიტორიებს დაეუფლებოდნენ — უკრაიანასა და რუსეთის სამხრეთს, თუ შავმიწა ტერიტორიებიდან მარცვლეულის მიწოდებას გადაკეტავდნენ ბელარუსში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რუსეთში, ამ არაშავმიწა ტერიტორიებზე შიმშილი დაიწყებოდა. და ამ შიმშილისგან  20−30 მლნ კაცი დაიღუპებოდა“, — აღნიშნა სამეცნიერო−კვლევითი  ფონდის, „ციფრული ისტორიის“ დირექტორმა ეგორ იაკოვლევმა.

ყველა ეს გათვლა ასახული იყო ეკონომიკური შტაბის, „ოსტის“ ანალიტიკურ ჩანაწერში, რომელიც საბჭოთა ტერიტორიების გასაძარცვად იყო შექმნილი. ჰიტლერს გეგმა მოეწონა.

შიმშილით სიკვდილის იძულება

პრესკონფერენციაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიმშილის ორგანიზებისა და ასევე „აღმოსავლეთის ხალხებში“ — უკრაინელებში, რუსებში, ბელარუსებსა და პოლონელებში შობადობის დაცემის იდეას ეხებოდა. მაგალითად დასახელდა ერთ−ერთი დოკუმენტი, რომელსაც ვერმახტის უმაღლესი სარდლობის შტაბის მეთაური ვილჰელმ კეიტელი აწერდა ხელს, რომელიც საბოლოოდ ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს.

„დირექტივაში ნათქვამია, რომ ზამთარში, შიმშილის გამო, სასოწარკვეთის აქტები და მშიერი ჯანყებია მოსალოდნელი, მათ ჩასახშობად კი აუცილებელია საყრდენი პუნქტების შექმნა და მათი არა მარტო ქვეიითი ჯარებით, არამედ ტანკებით მომარაგებაც“, — განმარტა იაკოვლევმა.

გარდა ამისა, ონლაინ−კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო ლენინგრადის ბლოკადისადმი მიძღვნილი მთელი რიგი დოკუმენტები. ეგორ იაკოვლევს მიაჩნია, რომ აუცილებელია, დოკუმენტების საფუძველზე, ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო თეზისს იმის შესახებ, რომ ლენინგრადი უნდა ჩაბარებულიყო, რომ ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა ქალაქის მოსახლეობას და მათი ბედი ისეთივე იქნებოდა, როგორიც პარიზის მოსახლეობისა.

„ადამიანებს, რომლებიც ასე ლაპარაკობენ, ავიწყდებათ, რომ ჰიტლერული არმია აღმოსავლეთში სრულიად სხვაგვარ ომს აწარმოებდა — ომს განადგურებაზე, რომლის მიზანიც ტოტალური დაპყრობა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ნაწილის განადგურება იყო“, — ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

ლენინგრადისა და არაშავმიწა ზონის სხვა დიდი ქალაქების განადგურება კი  ამ ომის ერთ−ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო.

„ამ ზონის მოსახლეობის გამოკვებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით, ქალაქების მოსახლეობისა — ყველაზე მრავალრიცხოვნებისა, სადაც წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე ინტელიგენცია ცხოვრობდა“, — აღნიშნა იაკოვლევმა.

ლენინგრადი და მოსკოვი ხშირად გვხვდება  ნაცისტურ  დოკუმენტებში — ჰიტლერის გეგმები იმთავითვე რადიკალური იყო. ის არ აპირებდა ამ ქალაქების აღებას. გადაწყვეტილი იყო მათი ალყაში მოქცევა და სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების არტილერიითა და ავიაციით განადგურება, რათა მოსახლეობა შიმშილით გაწყვეტილიყო.

„გათვლილი მკვლელობები“

ომის შემდეგ სსრკ−ში მყისიერად დაიწყო მშვიდობიანი აღმშენებლობა და მოსახლეობის გენოცისი სათანა დოდ არ იყო გააზრებული და ნაჩვენები.

„ეს იყო ძალიან მტკივნეული თემა მოსახლეობისთვის. და  ნაცისტური გერმანიის მხრიდან გენოციდის მტკიცება ადამიანისთვის, რომელიც, ღვთის წყალობით, გადარჩა,  საწირო არ გახლდათ. ეს მას მშვენივრად ახსოვდა. მაგრამ  საბჭოთა ხელისუფლების ჰუმანურობამ ის შედეგი გამოიღო, რომ 90−იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ისტორიული ვაკუუმი სრულიად ალტერნატიული თეორიებით შეივსო, რომელთა თანახმადაც არანაირ გენოციდს არ ჰქონია ადგილი“, — ახსნა იაკოვლევმა.

ისტორიკოსის აზრით, საკადრისი უნდა მიეგოს დასავლურ ისტორიოგრაფიას, რომელმაც პირველმა დაიწყო გენოციდის თემის შესწავლა. მაგალითად, შვეიცარიელი ისტორიკოსის, კრისტიან გე რლაჰის თითქმის ათსგვერდიანი წიგნი „გათვლილი მკვლელობები“ ბელარუსის მოსახლეობის გაჟლეტის გეგმას ეხება.

პროექტის „გენოციდი, რაიხის გეგმები“ ფარგლებში გამოქვეყნდება მესამე რაიხის დოკუმენტები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა თარგმნილი და შესწავლილი. ეს დოკუმენტები უტყუარად ადასტურებს: ლენინგრადის ბლოკადა, მა სობრივი მკვლელობების აქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კასტრაციისა და სტერილიზაციის კუთხით სამედიცინო ცდები ბანაკებში — ეს უბრალოდ ომს ექსცესები ან ნაცისტების პირადი სისასტიკის გამოვლინება კი არ არის, არამედ დანაშაულებრივი მანქანის დაგეგმილი და გააზრებული მოქმედება  ხალხების გასანადგურებლად.

მთავარი თემები