20:09 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (881)
39 0 0

უჩვეულო კონსტრუქტორული გადაწყვეტილება, ფარულობა, მაღალი ავტონომიურობა და არასტანდარტული ამოცანები — 2027 წლისთვის რუსეთის  ჩრდილოეთის ფლოტი მინიმუმ ოთხი უახლესი წყალქვეშა ნავით გაძლიერდება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

საუბარია  პროექტ 677 „ლადაზე“. დღეს ასეთი ხომალდები განსაკუთრებით არქტიკაშია საჭირო. როგორ შეიცვლება რუსეთის ყველაზე მძლავრი სამხედრო–საზღვაო შენაერთის საბრძოლო შემადგენლობა — იხილეთ მასალაში. 

დიზელური სერია

პროექტ 677–ის მეოთხე თაობის დიზელ–ელექტრონული წყალქვეშა ნავები 1990–იანი წლების ბოლოდან იგება. მთავარი ხომალდი „სანქტ–პეტერბურგი“ ახლა საცდელ ექსპლუატაციაშია გაშვებული. ორის სხვა წყალქვეშა ნავი  — „კრონშტადტი“ და „ველიკიე ლუკი“ მშენებლობის სხვადასხვა  ეტაპზეა. კიდევ ორს საძირკველი 2022 წელს ჩაეყრება.

„ლადა“ ბევრი რამით ინოვაციური პროექტია. საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინის“ ინჟინრებმა რუსული გემთმშენებლობისთვის არადამახასიათებელი ერთკორპუსიანი სქემა გამოიყენეს. სპეციალური საფარის, თანამედროვე რადიოელექტრონული სისტემებისა და ავტომატიზაციის მაღალი ხარისხის ხარჯზე „ლადა“ ამ კლასის სხვა სუბმარინებისგან რეკორდული ფარულობით გამოირჩევა.

გარდა ამისა, პერსპექტივაში 677-ეები ანაერობული (ჰაერდამოუკიდებელი) დანადგარებით აღიჭურვება, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ხომალდს, არ ამოყვინთოს აკუმულატორების დასამუხტად.

„ლადები“ რუსული ფლოტის ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივად მშენებარე პროექტია. ხომალდების ჩაბარების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია, დაფინანსებაც რამდენჯერმე შეუწყდა და სამუშაოც ბევრჯერ შეჩერდა. გაერთიანებული საგემთმშენებლო კორპორაციის ხელმძღვანელ ალექსეი რახმანოვის თქმით, პრობლემები იყო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. ამის გამო წყნარი ოკეანის ფლოტისთვის „ლადების“ ნაცვლად სხვა პროექტის ექვსი სუბმარინის აგებაც კი გადაწყვიტეს.

სათავო „სანქტ–პეტერბურგი“ მეზღვაურებს მხოლოდ 2010 წელს გადასცეს. ეს ხომალდი არსებითად საცდელ სტენდად იქცა — ექსპლუატაციის პერიოდში „საყმაწვილო დაავადებების“ დახვეწა–აღმოფხვრას ბევრი დრო დასჭირდა.

„ლადები“ შედარებით კომპაქტური სუბმარინებია — დაახლოებით 1800 ტონა წყალწყვით. წყალქვეშ 21 კვანძამდე სიჩქარეს ავითარებს, სამუშაო სიღრმე — 250 მეტრამდე, ეკიპაჟი — 35 კაცი, ავტონომიურობა — 45 დღე–ღამე. ხომალდი მხოლოდ ტორპედოებითა და ნაღმებითაა შეიარაღებული. მომდევნო სერიები ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებით“ აღიჭურვება.

შეუცვლელი „უჩინარები“

ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთის ფლოტს დღეისათვის მწვავედ ესაჭიროება დიზელური წყალქვეშა ნავები. წყალქვეშა ძალებში ჯერჯერობით ისევ არის რამდენიმე მოძველებული „პალტუსი“, ძირითადად კი ის მრავალმიზნობრივი და სტრატეგიული ატომური სუბმარინებისგან შედგება. შედეგად, მათი ძირითადი ამოცანებიდან გადართვა და ტაქტიკურ ოპერაციებში ჩართვა ხშირად ხდება საჭირო.

ფლოტის ექს–სარდლის, ადმირალ ვიაჩესლავ პოპოვის თქმით, ეს 1990–იანი წლების კრიზისის გამოძახილია.   

„ჩრდილოეთის ფლოტში დიზელური წყალქვეშა ნავები ყოველთვის საჭირო იყო, — განუცხადა მან РИА Новости–ს. — თითოეულ პროექტს თავისი საბრძოლო დანიშნულება აქვს და სხვები მის ასი პროცენტით შეცვლას ვერ შეძლებენ. თანამედროვე დიზელ–ელექტრონული წყალქვეშა ნავების მთავარი განსხვავება ატომური სუბმარინებისგან — ეს პრაქტიკულად სრული სიჩუმეა, მათი აღმოჩენა ძალიან ძნელია. ძირითადი ამოცანა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლაა“.

ადმირალმა განმარტა, რომ ასეთი სუბმარინების არარსებობა სხვა საშუალებებით კომპენსირდება  — ავიაციით, წყალზედა ხომალდებით, ატომური რაკეტმზიდებით. ამასთან ხშირად იმ ამოცანის შესრულებაზე, რომელსაც ერთი ან ორი დიზელ–ელექტრონული წყალქვეშა ნავი ეყოფოდა, ბევრად მნიშვნელოვანი ძალები ხმარდება.

„ჩრდილოეთის ფლოტს აუცილებლად ესაჭიროება ყველა ტიპის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდები — დიზელ–ელექტრონული სუბმარინიდან ავიამზიდებამდე, — დარწმუნებულია პოპოვი. — როცა მე ვსარდლობდი ფლოტს, დიზელ–ელექტრონილი სუბმარინების სამი ბრიგადა გვყავდა. ისინი ეტაპობრივად ჩამოწერეს, შესაცვლელად კი არაფერი გამოგზავნეს — დიზელური წყალქვეშა ნავებით შავი ზღვის ფლოტი შეავსეს. აშკარაა, პოლიტიკური მიზეზებით“.

შეხების წერტილი

ცივი ომის წლებში ჩრდილოეთის ფლოტი ბირთვული შეკავების უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო — ჩრდილოეთზღველები ყველაზე თანამედროვე სტრატეგიულ ატომმავლებსა და მოიერიშე წყალზედა ხომალდებს იღებდნენ.

სღეს ისტორია მეორდება: ჩრდილოეთის ფლოტს ცალკე სამხედრო ოკრუგის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2014 წელს მის ბაზაზე გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობა ჩამოყალიბდა. იქ ყველაზე მოწინავე შეიარაღება და ტექნიკა შედის.ასე მაგალითად, ჩრდილოეთ ფლოტელებმა პირველებმა აითვისეს პროექტ „ბორეის“ უახლესი წყალქვეშა ატომური ნავები და მრავალმიზნობრივი სუბმარინები „იასენი“. ღრმა მოდერნიზაციას გადის ატომური სარაკეტო კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“. მის კვალდაკვალ გემხარიხაზე დადგება „პეტრე დიდი“.

გარდა ამისა, ჩრდილოეთის ფლოტს გამოეყო რამდენიმე მრავალმიზნობრივი ფრეგატი პროექტიდან 22350, რომლებიც ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებითა“ და გემსაწინააღმდეგო „ონიქსებითაა“ აღჭურვილი. ამასთან სერიის სათავ ვიმპელზე, „ადმირალ გორშკოვზე“ პერსპექტიული ჰიპერბგერითი კომპლექსი „ცირკონი“ მუშავდება.

რუსეთის ამჟამინდელ რეალიებში უბრალოდ არაფერი გამოვა ჩრდილოეთში მძლავრი ფორპოსტის გარეშე. არქტიკის რეგიონი წამყვანი ზესახელმწიფოების დაჟინებული ყურადღების ქვეშაა — იქ სასარგებლო წიაღისეულის უზარმაზარი მარაგებია. ბევრი ქვეყანა ცდილობს გააძლიეროს რეგიონში სამხედრო ყოფნა. მათ შორის გააქტიურებულია აშშ–ც, რომელიც არქტიკაში თავის მთავარ მოწინააღმდეგეებად რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევს.

ბოლო წლებში ამერიკელები იარაღით ავსებენ ჩრდილოეთს: ალასკაზე იგება რადიოლოკაციური სადგურები, იგზავნება ათობით მოიერიშე გამანადგურებელი, პენტაგონი რეგიონში ახალი ტიპის საჯარისო ქვედანაყოფების განთავსებას გეგმავს — მრავალდომენური ჯგუფებისა. თავს უყრის სხვა დამატებით ძალებსაც.

ნორვეგიაში ახლა აშშ–ის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებია ბაზირებული, ხოლო რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არსებული დაკონსერვებული სამხედრო–საზღვაო ბაზები კვლავ ექსპლუატაციაში შევა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (881)

მთავარი თემები