19:17 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (813)
42 0 0

ნატოს წევრი ქვეყნების მცდელობა, ძალის პოზიციიდან აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, სასტიკ უკუქმედებას იწვევს.

აშშ–ის არმიის პროვოკაციულს ზრდას რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან შეუძლებელია, ექო არ მოჰყვეს შეერთებული შტატების დასავლეთ, წყანარი ოკეანის საზთვრებთან. ამის შესახებ „პარტნიორებს“ ექსპერიმენტული სუბმარინა „ბელგოროდი“ და თერმობირთვული „პოსეიდონი“ ახსენებენ.

სამხედრო–სამრეწველო კომპლექსში არსებულმა წყარომ 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზღვაო დრონ „პოსეიდონების“ მზიდავ — ექსპერიმეტული ატომურ წყალქვეშა ნავ „ბელგოროდზე“ (პროექტი 09852)  რეაქტორი უკვე მუშაობს. სუბმარინა სექტემბრისთვის დაასრულებს გამოცდებს და ოკეანეში სამსახურს შეუდგება. ამ დროისათვის მოწმდება ხომალდის აგების, მონტაჟისა და აღჭურვილობის რეგულირების ხარისხი.

„პოსეიდონების“ მზიდის მუდმივი დისლოკაციის ადგილი წყნარი ოკეანის ფლოტის ერთ–ერთი ბაზა იქნება, თუმცა ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში შეასრულებს დასახულ ამოცანებს. შეიარაღების მოქმედი სახელმწიფო პროგრამის თანახმად, რუსეთი 2027 წლამდე  სამ ასეთ სუბმარინას ააგებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად 2018 წელს განაცხადა „პოსეიდონის“ სისტემის შემუშავების შესახებ („ბელგოროდი“ წყალში 2019 წლის 23 აპროლს ჩაუშვეს) და მისი სამიზნების ფართო სპექტრს გაუსვა ხაზი. ესენია: მოწინააღმდეგის ავიამზიდი დაჯგუფებები, სანაპირო დაცვის ობიექტები და ინფრასტრუქტურა. ამგვარი ინსტრუმენტებით პუტინი „ერთპოლარული თამაშის“ წესების შეცვლის პირობას დებს.

იმ დროს აშშ–ის ოფიციალური პირები ღიად აცხადებდნენ ახალ იარაღს „ტექნიკურად წარმოუდგენელს“. დღე სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულად შფოთავს კონტინენტთშორისი ბირთვული ტორპედო 2М39 „პოსეიდონის“ გამოჩენით. „პარტნიორებს“ ზოგადად აფღთხობთ რუსეთის მზარდი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, რომელიც თანდათან იკრებს ძალას. მის შემადგენლობაში, Business Insider–ის ცნობით, დაახლოებით 360 ხომალდია, აქედან 59 სუბმარინი, რომელთაგან 12 — ეს ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა კრეისერია.

უნიკალური მახასიათებლები

მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ მესამე თაობის პროექტ 949А „ანთეოსის“ ტექნიკური რეინკარნაციაა, რომელიც სპეციალურადაა ადაპტირებული „პოსეიდონების“ სისტემისთვის.

„პოსეიდონი“ შეკავების უსერიოზულესი ინსტრუმენტია. სტრატეგიული კონტინენტთშორისი ღრმაწყლოვანი აპარატი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით, ფლობს უნარს, 1000 მ სიღრმეზე 10 ათსი კილომეტრი გადალახოს 10 კვანძის სიჩქარით (საათში 185 კმ–ზე მეტი). გამოცდებმა დაადასტურა მისი „დაუჯერებელი“ მახასიათებლები. ავტონომიურ „პოსეიდონს“ ისეთ სიღრმეებსა და სიჩქარით შეუძლია მოძრაობა, რომლისთვისც მოწინააღმდეგის ჯერ არცერთ არსებულ თუ პერსპექტიულ სუბმარინას, ტორპედოსა და რაკეტას არ მიუღწევია. ოკეანეში ასეთი „ტორპედოს“ მოძებნა არც ისე იოლია. დაბალ სიჩქარეებზე ის თითქმის უხმაუროდ მოძრაობს. მართვის ავტომატური სისტემა საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს და გადალახოს ნავსაწინააღმდეგო დაბრკოლებები და თავდაცვის სხვა სისტემები.

ბირთვული ძრავის მქონე 24 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 1,6 მ დიამეტრის აპარატი შეიძლება აღიჭურვოს ჩვეულებრივი ან მეგატონური საბრძოლო ნაწილით.

მანამდე კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ–ის თაოსნობით სცადა, „გაენულებინა“ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებითა და აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო გლობალური სისტემების ფორმირებით. სამომავლოდ ისინი მოიერიშე „ტომაგავკებისა“ ა სხვა საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებას გეგმავდნენ რუსეთის საზღვრების მახლობლად. მაგრმ „პოსეიდონი“ პარტნიორებს მრავალპოლარული მსოფლიოს მკაცრ რეალობაში აბრუნებს, სადაც აგრესორი გარდაუვლად ისჯება.

გასაკვირი არ არის, რომ „განკითხვის დღის ტორპედომ“ ამერიკის სტრატეგიული სარდლობა (STRATCOM) ჯერ კიდევ გამოცდების ადრეულ ეტაპზე შეაშფოთა — 2019 წლის თებერვალსი. კონგრესში მოსმენებზე STRATCOM–ის ხელმძღვანელმა ჯონ ჰაიტენმა აღნიშნა, რომ „პოსეიდონი“, როგორც შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემა, არ ხვდება СНВ-3–ის შეთანხმებაში, ხოლო აშშ–ში ანალოგები არ იქმნება.

„ბელგოროდის“ მთავარი მახასიათებლები საიდუმლოა, მაგრამ ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ ხომალდი ახალი ენერგეტიკული დანადგარითაა აღჭურვილი, შეუძლია ექვსამდე „პოსეიდონის“ ზიდვა, დაახლოებით 10 ათას ტონამდე წყალწყვისაა, წყალქვეშ 32 კვანძის სიჩქარით მოძრაობს, იძირება 500 მეტრამდე,  ავტონომიურობა კი 12 დღე–ღამეს შეადგენს. მას ას კაციანი ეკიპაჟი მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ეს არა რუსეთი, არამედ შეერთებული შტატები გავიდნენ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან, ხოლო 2020 წელს სამხედრო ბიუჯეტი 750 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს, რაც მთელი დანარჩენი მსოფლიოს თავდაცვითი ხარჯების ტოლია.

რუსეთის მრავალმიზნობრივი საოკეანო სისტემა კი გაფრთხილებაა „პარტნირებისთვის“, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პენტაგონისა და ნატოს შემტევი პოტენციალის სახიფათო კონცენტრაციას შეიძლება ასიმეტრიული პასუხი მოჰყვეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (813)

მთავარი თემები