09:26 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (711)
367 0 0

ზუსტად 40 წლის წინ, 1980 წლის 17 დეკემბერს რუსეთმა შეიარაღებაში ერთდროულად სამი გაუმჯობესებული საკონტინენტთაშორისო რაკეტა მიიღო: РС-16Б, РС-18Б და РС-20Б.

ანდრეი კოცი

ეს ბირთვული „სიგარები“ სსრკ-ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ცივი ომის ყველაზე ცხელ პერიოდში.

ყველაზე მასობრივი საკონტინენტთაშორისო რაკეტა ისტორიაში — РС-10 შეიარაღებაში 1960-იანების ბოლოს შევიდა. მას მსუბუქი (0,5 მეგატონა) თუ მძიმე (1,1 მეგატონა) ქობინი („ბოეგოლოვკა“) 10,5 და 5 ათას კილომეტრზე (შესაბამისად) შეეძლო ესროლა, მაგრამ აშშ-ის იმ დროს უკვე ჰქონდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ცალკეული ქობინის „ჩაჭერა“ შეეძლო. გასაგები გახდა, რომ ერთ მატარებელზე რამდენიმე საბრძოლო ნაწილი უნდა დამაგრებულიყო.

პირველი „მრავალთავიანი“ რაკეტა РС-16А ზომით თითქმის Р-10-ის ტოლი იყო. ამიტომ ახალი შახტური გამშვები დანადგარების აგება საჭირო არ გახდა. საბრძოლო ნაწილი ერთბაშად ოთხი ბლოკით აღიჭურვა — თითოეული 0,5-დან 0,75 მეგატონამდე სიმძლავრით. სიშორე 10–11 ათასი კილომეტრი. ამგვარად, საბჭოეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალებს ამერიკისთვის ორასი „ჰიროსიმის“ მოწყობა შეეძლო. РС-16А აშშ-ის ნებისმიერ ქალაქს წვდებოდა. თუმცა არსებობდა ნაკლიც, კერძოდ — არც ისე მაღალი სიზუსტე.

მოდერნიზებულ Р-16Б-ს შექმნაზე მუშაობა 1976 წელს დაიწყო. გარეგნულად ის მცირედ განსხვავდებოდა წინამორბედისგან, სამაგიეროდ შესაძლებლობები თითქმის გაუორმაგდა.

Р-16Б-ზე დამიზნების ავტონომიური საბორტო სისტემა „მერიდიანი“ დააყენეს, რომელიც რაკეტას გამშვები შახტის პოზიციის მახლობლად მომხდარი ბირთვული აფეთქების შემდეგაც კი აძლევდა სტარტის აღების საშუალებას. ეს სერიოზულად ზრდიდა საკონტინენტთაშორისო რაკეტის სიცოცხლისუნარიანობას, თუ მოწინააღმდეგე პირველი დაარტყამდა მას. სულ 80-იანებში РС-16-ის ორივე მოდიფიკაციის 150 კომპლექტი აიგო.

„ავანგარდის“ მატარებელი

შახტური РС-18А-ს პირველი პოლკები შეიარაღებაში 1970-იანებში შევიდა. რაკეტა უკვე ექვს საბრძოლო ბლოკს ატარებდა, რომელთაგან თითოეული 750 კილოტონა სიმძლავრისა იყო. გარდა ამისა, აღჭურვილი იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვის უნარის მქონე კომპლექსებით. სიშორე — 10 ათასი კილომეტრი. ერთ ცალ РС-18А-საც კი კოლოსალური ზიანის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგისთვის. პენტაგონი ამაში ხედავდა კიდეც აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საშიშროებას.

მოდიფიკაცია РС-18Б კონსტრუქციულად გამარტივდა, მიიღო უფრო საიმედო ძრავები, საბრძოლო აღჭურვისა და მართვის გაუმჯობესებული სისტემები. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა გადაიარაღება 1980 წელს დაიწყო — სულ შეიარაღებაში 360 რაკეტა შევიდა.

რაც სახასიათოა, ეს იარაღი დღემდე აქტუალურია. სწორედ РС-18Б-ებს დააქვს უახლესი ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკები „ავანგარდი“. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ავანგარდებით“ უკვე სრულადაა დაკომპლექტებული ერთ-ერთი სარაკეტო პოლკი.

წონადი არგუმენტი

მძიმე ორსაფეხურიანი თხევადძრავიანი რაკეტა РС-20А შეიარაღებაში 1975 წლის დეკემბერში შევიდა. ფართო საზოგადოება მას უფრო „სატანის“ სახელწოდებით იცნობს — ნატოს ტერმინოლოგიით. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა.

იარაღი ყველა სახის სამიზნის გასანადგურებლად იყო განკუთვნილი, რომლებიც თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით იყო დაცული.

ახალი რაკეტის ჭარბი სიმძლავრის მიუხედავად, მალე მის გაუმჯობესებულ ვარიანტზე დაიწყო მუშაობა. РС-20Б-ს უკვე 10 საბრძოლო ბლოკის ტარება შეეძლო (თითოეული ერთი მეგატონის სიმძლავრისა) და მცირე ზომის ზემტკიცე სამიზნეების განადგურება შეეძლო. მაგალითად, დაცული მიწისქვეშა ბუნკერებისა და ჯარების მართვის პუნქტებისა. მოდერნიზებული ვერსია უფრო ზუსტი, საიმედო და წარმოებისთვის მარტივი გამოდგა. წინამორბედისგან ის საბრძოლო ბლოკების ახალი საფეხურით განსხვავდებოდა, რომელიც ბევრად დიდი არეალის მოცვის საშუალებას იძლეოდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს რაკეტის ბაზირებისა და სტარტის მეთოდი. მას შახტში პირდაპირ სატრანსპორტო–გამშვებ კონტეინერში ათავსებდნენ, საწვვაით ავსებდნენ და საბრძოლო მორიგეობაზე აყენებდნენ. გაშვებისთვის მზადყოფნის დრო ერთ წუთზე ოდნავ მეტი იყო. შახტიდან РС-20Б-ს წნევის დენთზე მომუშავე აკუმულატორი ტყორცნიდა. ძრავი უკვე ჰაერში ირთვებოდა.

შემდეგი იყო РС-20В. ის კიდევ უფრო ზუსტია და შეიარაღებაში დღემდე რჩება. მათ პერსპექტიული მძიმე РС-28 „სარმატები“ შეცვლის, რომელთა მიღებასაც ჯარებში მომავალი წლისთვის ელოდებიან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას

თემები:
რუსეთი დღეს (711)

მთავარი თემები