მოსაზრება: ვაქცინა და მაიმუნები – ბრიტანული ფეიკი რუსულ ფეიკზე

© REUTERS / DADO RUVICВакцина британской компании AstraZeneca
Вакцина британской компании AstraZeneca  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი რუსული საინფორმაციო დივერსია გაშიფრეს. თანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მთავარი თემა იყო ალბიონზე.

ვლადიმირ კორნილოვი

არადა, წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემაა ახლა დიდ ბრიტანეთში: საშინელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მთავრობის ახალი საკარანტინო ზომების წინააღმდეგ მთელი რეგიონები ჯანყდება, ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია, შოტლანდიის სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლის იდეის მხარდაჭერამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, რასაც შეიძლება ქვეყნის დაშლა მოჰყვეს. და ამ პირობებში ბრიტანული გაზეთების პირველ გვერდებზე ქვეყნდება მთავარი ახალი ამბავი: შეშლილი Russkies აცხადებენ, რომ ვაქცინა შიმპანზეებად გადაგვაქცევს.

COVID-19-ის შესწავლა ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
სარისკო ექსპერიმენტი: ახალგაზრდებს განზრახ დააავადებენ COVID-19-ით

პრაქტიკულად ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა სასაცილო კოლაჟები, რომლებზეც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ფოტოები იეტებად იყო გადაკეთებული და ახლდა წარწერა: „მე მიყვარს ჩემი თოვლის კაცის ვაქცინა“. ეყრდნობოდნენ რა რაღაც წყაროს, ყველა ეს გაზეთი აცხადებდა, რომ მსგავსი ფოტოები რუსეთის სახელმწიფოს, ან რუსეთის ოფიციალური პირების განკარგულებით იწარმოებოდა და ვრცელდებოდა — როგორც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი მომავალი ბრიტანული კორონავირუსული ვაქცინისთვის ჩირქის მოსაცხებად და იმის გასაცხადებლად, რომ ის ადამიანებს მაიმუნებად აქცევს.

ამ ინფორმაციების პირველწყარო გაზეთი The Times იყო, რომელმაც ვითომ საკუთარი გამოძიების სახით გამოაქვეყნა რამდენიმე სენსაციური მასალა ამ თემაზე. თითქოს სურათები რედაქციას „დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულმა“ მავანმა მიაწოდა, რომელიც შეშფოთებული იყო იმ ზარალით, რომლის მიყენებაც შეეძლო ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. სწორედ ამ „შეშფოთებულმა მავანმა“ განაცხადა, რომ რაღაცნაირად უკავშირდება მხიარულ სურათებს.

მაგრამ რა შუაშია აქ რუსეთის სახელმწიფო? ამ კითხვას The Times ინტრიგნულად სვამდა. მოწინავე სტატიაში ის აცხადებდა: გაუგებარია, იყო თუ არა ეს პროპაგანდისტული მცდელობა ავტორიზებული უშუალოდ კრემლის მიერ, მაგრამ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ზოგი რუსი ჩინოვნიკი ჩართული იყო მის ორგანიზებასა და გავრცელებაში“.

თავისუფლების სტატუა პირბადით - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკას ვაქცინისთვის ფული არ ეყო

ძირითად სტატიაში კი ეს მტკიცება უკვე ისე კატეგორიულად აღარ ჟღერს: „ოქსფორდის კვლევის საწინააღმდეგო კამპანია შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ოფიციალურ პირებს. <…> ამ პირების ჩართულობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ კრემლმა უბრძანა ან იცოდა ამ პროპაგანდისტული მცდელობის შესახებ“.

მოკლედ, გაზეთის მრავალრიცხოვან მკითხველს მაინც არ განუმარტეს თითქმის ყველა გაზეთის სათაურში გამოტანილი მთავარი ინტრიგა. ამის ნაცვლად მათ გაზეთის საიტზე შესვლასა და ამ თემაზე 40-წუთიანი პოდკასტის მოსმენას სთავაზობდნენ, აქაოდა, იქ ყველაფერი დაწვრილებითაა ახსნილი და დამტკიცებულიო.

როგორც ჩანს, სხვა მედიასაშუალებები (ბრიტანულიცა და ამერიკულიც) არ ჩაურღმავდნენ და The Times-ის ნათქვამს ენდნენ, რომ პოდკასტში რუსეთის ოფიციალური პირების ინტერნეტ–მემების წარმოებასთან კავშირის ყველა მტკიცებულება არსებობდა, რომლებიც ბრიტანული ვაქცინის დისკრედიტაციას ახდენდა.

მაგრამ თუ The Times-ის პოდკასტს მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ ლამის მთელი ტრანსლაციის განმავლობაში ისმის დაპირება, ახლა კი დაგიმტკიცებთ რუსეთის მთავრობის ამ ამბავთან კავშირსო. და როცა საქმე ორგანიზატორებამდე მიდის, იქ კირილ დმიტრიევის გვარია დასახელებული — რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორისა.

ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
თავისუფალი ცირკულაცია თუ ვაქცინაცია: ჯანმოს ახალი კომენტარი „კოლექტიურ იმუნიტეტზე“

გაზეთის ჟურნალისტები შტატიან „კრემლოლოგებთან“ ერთად განიხილავენ დმიტრიევის პიროვნებას, მის ფონდსა და ასევე იმას, იცოდა თუ არა თავად ვლადიმირ პუტინმა მათ მიერ ორგანიზებული კამპანიის შესახებ. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ The Times-ში, ბოლოს და ბოლოს, კვალზე გავიდნენ. მაგრამ შემდეგ ისმის გასაოცარი ფრაზა: „კირილ დმიტრიევი არ მოიხსენიება ჩვენ ხელთ არსებულ მტკიცებულებებში და მინიშნებაც კი არ არის, რომ მას დეზინფორმაციის კამპანიასთან კავშირი აქვს“. და მორჩა. აქ იკარგება იდუმალი „რუსი ჩინოვნიკების“ კვალი.

შემდეგ მოდის მორიგი „ინსაიდი“, თითქოს ზოგ რუსულ სახელმწიფო არხზე ფეიკიც კი მზადდებოდა იმაზე, რომ ბრიტანული ვაქცინის გამოცდის დროს ორი პაციენტი დაიღუპა, მაგრამ მათ სიკვდილს საგულდაგულოდ მალავენო. და თითქოს ეს არის იმის დასტური, რომ ვაქცინა მარტო მაიმუნებზე მუშაობს და არა ადამიანებზე. თუმცა იქვე ცხადდება, რომ „კამპანია არ დაწყებულა, შესაძლოა, ეს რუსული ტელევიზიისთვისაც კი მეტისმეტი იყო“. ანუ ეს არავის არსად გამოუქვეყნებია და ჩვენ არ ვიცით, საიდან მოიტანეს ეს პოდკასტის ავტორებმა.

ამასთან ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდისას ერთი პაციენტი მართლაც გარდაიცვალა ბრაზილიაში. მაგრამ ეს ამბავი მსოფლიოს სააგენტოებმა გაავრცელეს და ამის „რუსული დეზინფორმაციისთვის“ მიკუთვნება ძნელია.

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
შექმნილია „ხანდაზმულთა ვაქცინა“ კორონავირუსის წინააღმდეგ: ქვეყნდება დეტალები

ამგვარად, არც ერთ მასალაში არ არის არც ერთი ფაქტი, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ჩართულობას დაადასტურებდა სასაცილო მემების წარმოებაში ჯონსონსა და კოვიდზე. ინტერნეტი მართლაც გადავსებულია ასეთი ფოტოებით. მაგრამ მათი პირველწყაროს მოძებნის მცდელობას ბოლოს მაინც The Times-ის იმ ნომრამდე მივყავართ, რომელშიც ისინი პირველად დაიბეჭდა. ჩვენ არ ვიცით, გამოქვეყნდა თუ არა ისინი მანამდე სადმე სხვაგან, თუ ამ გაზეთმა მისცა სტარტი მათ ფართო გავრცელებას მსოფლიოში.

გაზეთი ირწმუნება, რომ მსგავსი მემები სამ მოკრძალებულ რესურსზე იყო ატვირთული, საიდანაც ორი ბრიტანული იყო და ერთიც ბრიუსელისა. გამოდის, რომ ასეთი კოლაჟების მთავარი გამავრცელებელი სწორედაც რომ The Times იყო.

რომ ვივარაუდოთ კიდეც, რომ ვიღაცას მართლაც უნდოდა ბრიტანული ვაქცინისთვის ჩირქის მოცხება, გამოდის, რომ მან ძალიან ეფექტურ და იაფ ხერხს მიაგნო: უბრალოდ შეუგდო ის რედაქციას „რუსული დეზინფორმაციის“ მტკიცებულებად და მორჩა, მემები თავად გავრცელდა ინტერნეტში. წარმოუდგენელი ეფექტია. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს The Times გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
რამდენად საშიშია ვაქცინა: აშშ პასუხს ითხოვს, ევროპა მოგებას ითვლის

თუმცა ამ ისტორიაში რუსეთიდან თუნდაც ვინმეს ჩართულობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის შემთხვევაშიც კი ჩვენ ვხედავთ მრისხანე ოფიციალურ რეაქციას ლონდონის მხრიდან. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რაბმა მოსკოვი ოქსფორდის ვაქცინის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ასე სანქციებიც არ დააგვიანებს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ თავად The Times ირწმუნება – ნაკლებ დასაჯერებელია, რომ კრემლს კავშირი ჰქონდეს ამ ისტორიასთანო. ბრიტანელი მინისტრისთვის სავალდებულო არ არის, სათაურს იქით რამე წაიკითხოს.

მთავარია რომ შეკითხვაზე, „რაში სჭირდება ეს რუსეთს?“, ამ გაზეთის სარედაქციო სვეტი უბრალოდ პასუხობს – არღვევს გლობალურ ნდობას ყველა ვაქცინის მიმართო. მაგრამ რუსეთისთვის არანაირად არ არის ხელსაყრელი ვაქცინაციის მიმართ ნდობის დანგრევა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის ამ მომენტისთვის ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მაგრამ ვის აღელვებს ამ შემთხვევაში ლოგიკა დასავლეთში.

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
„საბოლოო პასუხი:“ The Lancet-ი რუსული ვაქცინის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში მყის განმარტა: ვარაუდი იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია რაიმე სახის პროპაგანდა აწარმოოს ბრიტანული ვაქცინის მიმართ ნდობის დაკარგვის მიზნით, თავისთავად არის დეზინფორმაციის მაგალითი.

ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: რაში სჭირდება ეს ყველაფერი ბრიტანულ მედიასაშუალებებს? თუმცა ამაზე პასუხი სტატიის დასაწყისშივეა მოცემული. როგორც მინიმუმ, ორიოდე დღით საზოგადოება ქვეყნის რეალური პრობლემებიდან გადართულია და რუსების მზაკვრობაზე ბობოქრობს. ხოლო როცა „მაიმუნების ვაქცინაზე“ სტატიების ეფექტი ჩაივლის, ახალი სენსაციის შეგდება შეიძლება პირველ გვერდებზე გატანით — მაგალითად, იმის შესახებ, რომ ეს მზაკვარი რუსები ოლიმპიადა-2020-ის ჩაშლას ცდილობდნენ, ხოლო მამაცმა ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ეს შეთქმულება აღკვეთეს. კიდევ ორიოდე დღით ხმაური და სკანდალები უზრუნვლყოფილი იქნება. ოღონდ არავინ მოითხოვოს, ერთი მტკიცებულება ან მოწმე მაინც წარმოადგინეთო. ეს მეტისმეტი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0