კორონავირუსმა დღის წესრიგი ისევ შეცვალა, ანუ როგორ ემზადება საქართველო მეორე ტალღისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეა... როცა წესებს არ ვიცავთ, არსებობს ხალხი, რომლებიც იძულებული არიან ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები ურჩიონ. ქართველებს კი თითქოს დეჟა-ვუ დაგვეწყო...

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდა.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება – დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

PCR–ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
ინფიცირებული მედიკოსები, უფასო ტესტირება, რა ელოდება საქართველოს – გამყრელიძის განმარტება

საქართველოში დღეს ყველაზე „ცხელ წერტილად“ ქვეყნის მასშტაბით აჭარა რჩება.

აჭარაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აგვისტოს ბოლოს კორონავირუსი საკონდიტრო საწარმო „დონას“ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ახლა ეს კლასტერი რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლის. გარდა ამისა, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს, „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს. ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე 400-მა ექიმმა თავი მოიყარა, ინფექცია ერთ-ერთ ვიზიტორს დაუდგინდა. ბოლო დღეებში გაჩნდა ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერი, რომელიც 10-მდე ადამიანს ითვლის. კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს, პედაგოგს, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან. გამოვლენილ ინფიცირებულთა შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან''.

ქორწილი - Sputnik საქართველო
წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ამ მიზეზით აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR–ტესტირების ლოკაციები გაფართოვდა. მოქალაქეების ტესტირება სამ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში მიმდინარეობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გუშინ დამატებით ორი კარავი დაიდგა „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურზე. გაგრძელდება უფასო ტესტირება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში.

ასევე უკვე ცნობილი გახდა, რომ იმ ინფიცირებულთა ნაწილს, ვისაც სიმპტომები არ ექნება, სასტუმროებში უმკურნალებენ. განსაზღვრულია პროტოკოლი, რითიც იხელმძღვანელებენ ექიმები.

მიუხედავად გამწვავებული ეპიდვითარებისა, რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

ავტობუსის გაჩერება ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისის ტრანსპორტში მგზავრთნაკადი მკაცრად გაკონტროლდება

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საბჭომ თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაავადა. ეს შეზღუდვა ეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც.

ფაქტობრივად ვუბრუნდებით იმ შეზღუდვებს, რაც აქამდე არსებობდა.

ქორწილები, ქელეხები, იუბილეები დღეიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა.

ამ შეზღუდვებს ემატება „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კულტურის სამსახურთან შეთანხმებით დაიგეგმება კონცერტები, რომლებიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა და მოსახლეობა კონცერტებს ტელევიზიით იხილავს.

კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება, ანუ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დღეს 200-კაციანი შეზღუდვა დაწესდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას. თუმცა შეკრებისას დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის ტარება აუცილებელია.

განახლებული მოედანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
დეპუტატების ნახევარი თვითიზოლაციაშია, ლევან გოგიჩაიშვილის პარტია ტაიმ-აუტს იღებს

ასეა... როცა წესებს არ ვიცავთ, არსებობს ხალხი, რომლებიც იძულებული არიან ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები ურჩიონ. ქართველებს კი თითქოს დეჟა-ვუ დაგვეწყო...

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0