03:43 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)
80 0 0

მოულოდნელი კანდიდატები, საეჭვო თავდასხმები და გასვლა ფინიშის ხაზზე - საქართველო თამამად ჩაერთო წინასაარჩევნო რბოლაში

საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რამაც გასული კვირა კიდევ უფრო დატვირთა პოლიტიკური მოვლენებით.

მთელი კვირის განმავლობაში პროდასავლური ოპოზიცია მოითხოვდა „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნას არჩევნებიდან მოსკოვთან კონტაქტების გამო, ამასთან ერთად ჩაცხრა საუბრები სააკაშვილის დაბრუნების შესახებ, თუმცა გაგრძელდა კანდიდატების წარდგენები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, სადაც უამრავი დაპირება გაისმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს - მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებისთვის ხმის მიცემით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კვირის მთავარი მოვლენა

კვირის მთავარი მოვლენა გახდა დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღება საარჩევნო კოდექსში, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული.

თუმცა ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მეტიც - მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. მიუხედავად ამისა ქვეყანაში ამიერიდან ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს არჩევნებს უფრო სამართლიანსა და დემოკრატიულს გახდის, ოპოზიცია კი ამ ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას უწოდეს.

ხოლო რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან ყველა ნორმების და წესების დაცვას პანდემიის პირობებში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსის გამო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, მაგრამ საარჩევნო პროცესს დისტანციურად დააკვირდება.

კვირის სკანდალი

კვირის მოულოდნელობა გახდა თავდასხმა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრზე, გიორგი გლუნჩაძეზე.

ის ხელმძღვანელობს ლევან სამუშიას საარჩევნო შტაბს, რომელიც კენჭს დიდუბეში იყრის. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდა სამი უცნობი პირი. შედეგად გლუნჩაძე ტვინის შერყევით სასწრაფომ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

ბიზნესმენ ხაზარაძის პარტიაში მომხდარი პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირეს.

აღსანიშნავია, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი: აქ კენჭს იყრიან ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე (გაერთიანებული ოპოზიციიდან), იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატის სავარძლისთვის იბრძოლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

კვირის კანდიდატები

კვირის სიურპრიზი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოფილი გენპროკურორის - მურთაზ ზოდელავას წარდგენა ფოთი-ხობი-სენაკის ერთმანდატიან ოლქში. ზოდელავას დროს, რომელიც თანამდებობას 2012 წელს იკავებდა, საპარლამენტო არჩევნების წინ ამოტივტივდა პატიმრების წამების სკანდალური კადრები, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ქართული ოცნების“ მაშინდელ გამარჯვებაში.

მისი მეტოქეები იქნებიან ირაკლი ხახუბია „ქართული ოცნებიდან“ და გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდას ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსში კენჭს იყრის ერთ-ერთი გამოცდილი დეპუტატი ენზელ მკოიანი. ის პარლამენტში ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან იყო, იყო პარლამენტის წევრი როგორც სააკაშვილის პერიოდში, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა პარტიამ ფსონი დადო სამველ მანუკიანზე და ის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა ოლქში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

საარჩევნო საქმეები

ამასთან ცესკომ დაასრულა პარტიების რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრაცია გაიარა პარტიების რეკორდულმა რიცხვმა - 66.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 78-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, აქედან 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

მომდევნო ეტაპი, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, იქნება პარტიული სიების წარდგენა.

ასევე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარტიებმა და ბლოკებმა უნდა წარადგინონ თითო მაჟორიტარობის კანდიდატი თითოეულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

სუბიექტების საბოლოო სია კენჭისყრამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)

მთავარი თემები