01:43 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (776)
12601

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით შემცირდა: ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი – 14,3%-ით.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 17,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე). ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნიდან გავიდა 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია – 16,8%-ით ნაკლები 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

მთავრობა მეწარმეების ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს>>

იმპორტი აღნიშნულ პერიოდში ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 17,9%-ით და 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგინა 2,5 მილიარდი დოლარი, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,7%-ია.

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.

იანვრიდან ივლისის ჩათვლით გაიზარდა მხოლოდ სპილენძის მადნისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელისა (10,3%) და ოქროს (29,4%) ექსპორტი.

ამავდროულად, 2020 წლის დასაწყისიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა 42,2%-ით, ფეროშენადნობებისა – 33,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინისა – 5,6%-ით, მედიკამენტებისა – 57,7%-ით, მინერალური და მტკნარი წყლისა – 22,9%-ით, აზოტის სასუქისა – 9,6%-ით და ა.შ.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

2020 წლის პირველ ნახევარში ძვირფასი ლითონის მადნის იმპორტი გაიზარდა 1 857,3%-ით, ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტებისა – 5,4%-ით, სატვირთო ავტომობილებისა – 1%-ით.

ინვესტიციები უფრო მეტი აღმოჩნდა: საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლები დააზუსტეს>>

ამავე დროს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა 37,1%-ით, სპილენძის მადნისა და კონცენტრატებისა – 11,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა – 31,1%-ით, დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა – 13,8%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადებისა – 11%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივლისში 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,9%-ია.

პირველ ადგილზეა თურქეთი

მეზობელ ქვეყანასთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 843,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 15,9%-ით შემცირდა.

თურქეთში 2020 წლის დასაწყისიდან გავიდა 20,5 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 718,6 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათასი ტონა თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა 38,4 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 333,7 ტონა სამედიცინო პრეპარატი, 12,5 ათასი ტონა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან და მათი ნაწილები და ა.შ.

თურქეთში სამუშაოდ გასვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო>>

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 11,2%-ით და შეადგინა 702,1 მილიონი დოლარი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,6%.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 57,5 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 21,4 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 41,7 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი, დაახლოებით 3,5 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი რჩება საქართველოს ყველაზე მსხვილ საწვავის მომწოდებლად – წლის დასაწყისიდან რუსეთიდან შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 214,4 ათასი ტონაა.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს 222,8 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 78,6 ათასი ტონა ნავთობის გაზები, 22,3 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

ჩინეთს მესამე ადგილი უჭირავს

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 627,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,4%-ს უდრის. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით გაიზარდა.

ჩინეთში წლის დასაწყისიდან გავიდა 135,5 ათასი ტონა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, 9,1 ათასი ტონა ძვირფასი ლითონების მადანი, 2,1 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და სხვ.

მასშტაბური რეფორმა – რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში>>

ჩინეთიდან ქვეყანაში შემოვიდა 18,7 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, 3,4 ათასი ტონა საბურავები, 276,3 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის, ტანსაცმლის თარგი და სხვ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – დაახლოებით 508,6 მილიონი დოლარი, აშშ – დაახლოებით 305,5 მილიონი დოლარი, უკრაინა – დაახლოებით 300,1 მილიონი დოლარი, სომხეთი – 341,8 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია – დაახლოებით 234 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 245,2 მილიონი დოლარი, იტალია – 113,9 მილიონი დოლარი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით შემცირდა; ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი – 14,3%-ით.

ვარდნის ტემპი ივნისში შედარებით შემცირდა – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი 33,2% იყო; ექსპორტისა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.

კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ფინანსური სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (776)

მთავარი თემები