07:13 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (82)
108 0 0

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ, ისინი ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ახალი პროგრამის გასაცნობად მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ, ისინი ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

„დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად იქნა განხორციელებული და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, აქამდე ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი იყო შესაბამის სამინისტროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე ტურიზმის სააგენტოში. თითეულ მოქალაქეს უწევდა თბილისში ჩასვლა, რომ ამ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ამ პროგრამის ბენეფიციარი.

პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ – ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ოჯახისთვის, რომელიც მზად არის გარკვეული რისკები აიღოს საკუთარ თავზე, დაიწყოს მეწარმეობა“, – აღნიშნა გახარიამ.

ახალი პროგრამის პრეზენტაცია ამბროლაურში გაიმართა.

„ესეც სიმბოლურია, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ამბროლაურსა და რაჭას ახლა სტიქიის გამო უჭირს, ამიტომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ დაიწყონ თავისი ბიზნესი, საქმე. თავდაპირველად აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ ოჯახზე, საკუთარ თავზე და, წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე და ასე გაძლიერდება ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება მარტივი იყოს.

საქართველო Doing Business-2020-ის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, მეშვიდე ადგილზე, ევროპაში კი მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, მათ შორის ევროკავშირთან და ჩინეთთან, ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი შეასრულოს.

თემები:
საქართველოს მთავრობა (82)

მთავარი თემები