00:00 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
754 0 0

ნახევარი წლის განმავლობაში აშშ-მა რუსეთიდან ცხრა მილიონ ტონაზე მეტი ნავთობროდუქტი მიიღო ― ეს 2004 წლის შემდეგ აბსოლუტური რეკორდია.

ნატალია დემბინსკაია

იმავდროულად ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ , რათა არ დაუშვას ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გაძლიერება. მაშ, რატომ „შეჯდა“ ამერიკა თვითონ რუსულ ნავთობროდუქტებზე?

რეკორდული ექსპორტი

აშშ-ში ნავთობპროდუქტების გაყიდვით რუსეთმა იანვარ-ივლისის პერიოდში 2,2 მლრდ დოლარი გამოიმუშავა ― ასეთია ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემები. ოკეანის გაღმა 7,46 მლნ ტონა გაიგზავნა, რაც საერთო ექსპორტის 12%-ია. ყველაზე მეტი ნიდერლანდებმა იყიდა ― 12,19 მლნ ტონა, ამერიკელები მეორე ადგილზე არიან, მესამეზე - მალტა ― 4,4 მლნ ტონით.

 ამასთან ნიდერლანდები და მალტა სატრანზიტო ჰაბებია, იქიდან ნავთობროდუქტები სხვა ქვეყნებში იგზავნება. ანუ, აშშ-ში ექსპორტი ფაქტობრივად უფრო მეტიც შეიძლება იყოს, ვინაიდან ფედერალური საბაჟო სამსახური ასეთ  მიწოდებებს არ ითვალისწინებს.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მონაცემებით, რუსული ნავთობის ამერიკული ექსპორტი წლის პირველ ხუთ თვეში 68 მლნ ბარელს, ანუ 9,3 მლნ ტონას შეადგენდა. ეს ფედერალური საბაჟო სამსახურის ექვსი თვის მონაცემებზე მეტია, ვინაიდან EIA აფიქსირებს არა გამგზავნ ქვეყანას, არამედ მწარმოებელს. თანაც ივლისში ამერიკელებმა რუსული მაზუთის შესყიდვებიც გაზარდეს ― ივნისთან შედარებით 16%-ით.

შემცვლელი არ არის

მთელი საქმე ისაა, რომ აშშ-მა თავად წაართვა საკუთარ თავს ვენესუელის მძიმე ნავთობი, ხოლო მთელი რიგი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ტექნოლოგია არ იძლევა მხოლოდ პერმის აუზისადა დასავლეთ ტეხასის მსუბუქი ნავთობის გამოყენების საშუალებას. ის აუცილებლად უნდა შეერიოს მძიმე ნავთობს, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში ყიდულობდნენ. მაგრამ ტრამპმა სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PVSDA-ს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა მექსიკის ყურისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ქარხნები, მათ შორის, Citgo Petroleum-ი, Valero Energy და Chevron-ი.

ალგტერნატივა შეიძლებოდა საუდის არაბეთის ნავთობი გამხდარიყო, რომელიც ქიმიური შემადგენლობისთ ახლოსაა, მაგრამ საუდიტებმა უარი თქვეს მოპოვენის გაზრდაზე. შედეგად, ეკონომიკამ პოლიტიკა შეავიწროვა და რუსეთისთვის მიმართვა გახდა საჭირო.

„ზვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „გაზპრომმა“ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვერ დაამთავროს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თანამშრომლობას, თუ ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, ― აღნიშნავს ალექსანდრ რაზუვაევი, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი „ალპარის“ ხელმძღვანელი.

„ბოლო გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა მსოფლიოში ნავთობის ბაზარი რუსეთის სასარგებლოდ გადაანაწილა, ვინაიდან აშშ-ში უარი თქვეს ორი სხვა ქვეყნიდან მიწოდებებზე და სანქციები დაუწესეს მათ. ამგვარად, Urals-ი ერთადერთ ხელმისაწვდომ მძიმე სახეობად დარჩა“, ― ადასტურებს ექსპერტი ალექსანდრ დუჟნიკოვი.

გარდა ძშესაფერისი მახასიათებლებისა, რუსული ნედლეული ფასითაც მიმზიდველია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, Urals-ის მარკის ნავთობის ფასი იანვარ-ივლისში საშუალოდ 40,34 დოლარს შეადგენდა ბარელზე. და ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 65,27 დოლარი ღირდა.  

ამასთან ფრახტის ღირებულებაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ხოლო კარანტინის დასრულების შემდეგ საწვავის მოხმარება გაიზარდა ― ადამიანებმა უფრო მეტი მოძრაობა დაიწყეს ავტომობილებითა და თვითმფრინავებით.

კრიზისი დარგში

ნავთობის ფასების ჩამოშლის გამო აშშ-ში საბურღების რაოდენობა მრავალწლიან მინიმუმამდე შემცირდა. ნავთობსადენი Dakota Access-ი ეკოლოგიური კანონმდებლობის დარღვევის გამო დაიკეტა. მოპოვება პიკური 13,1-დან 11,1 მილიონ ბარელამდე დაეცა დღეში. ამასთან ეს შეეხო აშშ-ის უფრო მეტად პროდუქტიულ ფიქალურ აუზებს ― პერმის, იგლ-ფორდის, ბაკენსკის, ნიობრომსკის, ანადირის, აპალაჩისა და ჰეისვილის.

EIA-ს პროგნოზით, რომელიც 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, დარგის წარმოსების საშუალო სიმძლავრე მიმდინარე წელს 11,26 მლნ ბარელს შეადგენს დღეში, ხოლო 2021 წელს ― 11,14 მლნ-ს. EIA-ში ამბობენ, რომ დეკემბრისთვის სწორედ ამერიკელები შეიტანენ ყველაზე დიდ წვლილს ნავთობის მსოფლიო მიწოდებების შემცირებაში.

Haynes & Boone-ს მონაცემებით, იანვრიდან გაკოტრების პროცედურა 36-მა ნავთობისა და გაზის კომპანიამ წამოიწყ, რომელთა საერთო დავალიანება დაახლოებით 25,2 მლრდ დოლარს შეადგენს. მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიქალური კომპანია Whiting Petroleum-ი, ასევე California Resources-ი, და დარგის პიონერი Chesapeake Enеrgy. ივნისში კიდევ ერთმა მსხილმა მწარმოებელმა Extraction Oil & Gas-მა ვერ შეძლო ვალის პროცენტის გადახდა და სასამართლოს მიმართა გაკოტრების თაობაზე.

Rystad Energy-ის შეფასებებით, წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 150 ამერიკული ნავთობ-გაზის კომპანია გამოაცხადებს თავს გაკოტრებულად. ფიქალური მოპოვება შესაძლოა დღე-ღამეში ხუთ მილიონ ბარელზე დაბლა დაეცეს. შედეგად, როგორც ამას ShaleProfile Analytics-ი პროგნოზირებს, დარგი საწარმოო სიმძლავრეების მესამედზს იზარალებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები