ვინ ვინ არის: იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები სახელისუფლებო გუნდიდან

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliФлаги "Грузинской мечты"
Флаги Грузинской мечты - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ კოჯორში საკმაოდ შთამბეჭდავი წარდგენა მოაწყო. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა კი მალევე ახსნა, რომ რადგან მაჟორიტარებს მოსახლეობასთან შესახვედრად და მათი პრობლემების გასაცნობად დრო სჭირდებათ, ამიტომაც ისინი პირველ რიგში დასახელდნენ.

იმერეთში მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ადგილობრივ არჩევნებზე თერჯოლისა და ქუთაისის მერების არჩევნებიც ჩატარდება. ქუთაისში, სანდო წყაროების ცნობით, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილის კანდიდატურის დაყენებაა გადაწყვეტილი, რომელიც ადგილობრივებში მართლაც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.

არავის გაკვირვებია საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტარად პაატა კვიჟინაძის დასახელება, რომელსაც რუსეთში სერიოზული ბიზნესი აქვს და ბიძინა ივანიშვილის სიმპათიებით სარგებლობს.

ქალაქი ქუთაისი - Sputnik საქართველო
რატომ ტოვებენ თანამდებობებს მერები?

ასევე ვანი-ხონისა და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის უახლოესი მეგობარია. მართალია, ამბობდნენ, კალაძემ გავლენები დაკარგაო, მაგრამ მაჟორიტარების დასახელებამ ცხადყო, რომ თბილისში მისი კვოტა უფრო დიდია, ვიდრე ვინმე ელოდა. უბრალოდ, თუ ადრე კალაძე ივანიშვილის შემდეგ მთავარი ფიგურა იყო, ახლა გუნდში გავლენიანი ადამიანები მომრავლდნენ. ასეა თუ ისე, გივი ჭიჭინაძე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრია და კალაძე მას ბოლომდე დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატ ბეჟან წაქაძეს, ის ზესტაფონელი და სამშენებლო ბიზნესის წარმატებული წარმომადგენელია. მას სერიოზული სამუშაოს ჩატარება და პროგრამის დადება მოუწევს, რადგან ყველა რაიონი თავისი სპეციფიკით განსხვავებულია და ყველასთან შეხვედრა იქნება საჭირო.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ხანა იწყება

სხვათა შორის, ბოლო წუთამდე ბევრს ეგონა, რომ ისევ ელგუჯა გოცირიძეს დაასახელებდნენ. მან მხოლოდ კორონავირუსის დროს 100 ათასი ლარი დახარჯა მოსახლეობის დასახმარებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის მთავარი ხელისუფლებასთან „დალაგება" იყო და არა პარლამენტში ჯდომა.

საინტერესო არჩევანი გაკეთდა ქუთაისში. აქ არა პოლიტიკოსი, არამედ კარგი და ცნობილი ექიმი ზაზა ლომინაძე დაასახელეს. მართალია, ის „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო, მაგრამ „ოცნების“ სახედ მაინც ნაკლებად აღიქმებოდა.

ქუთაისელ კანდიდატებს გამარჯვებისთვის განსაკუთრებით დიდი ფინანსები და ძალისხმევა დასჭირდებათ, რადგან ქუთათურები პარლამენტის გადატანისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო ხელისუფლებაზე შემომწყრალები არიან.

ახლა საინტერესოა, ვის დაასახელებს ოპოზიცია იმერეთში და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან მათი კადრები.

ყველა ახალი ამბავი
0