ავიაბილეთები საქართველოში – როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში Airzena - Georgian Airways
 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო პირველ უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს და უკვე ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რეგულაციები, რაც აეროპორტებში დაწესდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩამოსული ტურისტი აეროპორტში, „Sputnik–საქართველო“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. პასუხი ნათელი და მოკლეა – პროტოკოლი ჯერ შედგენილი არ არის.

„პროტოკოლებზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან საბოლოო გაიდლაინი ჯერ არ შემუშავებულა. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი კონსესუსი ბოლომდე მიღწეული ჯერ არ არის, დიდი ალბათობით, ერთი კვირის განმავლობაში მზად იქნება. გაიდლაინები აეროპორტებს ჯერ არ მიგვიღია. ჩვენთან ერთად მუშაობს საკოორდინაციო საბჭო და „სამოქალაქო ავიაცია“. საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და ჩვენ მათი გადაწყვეტილება უნდა შევასრულოთ“, – განუცხადეს სააგენტოს აეროპორტების გაერთიანებაში.

იქამდე, სანამ გაიდლაინები მუშავდება, რთულია დაზუსტებით საუბარი, რადგან გაიდლაინები ყველა ქვეყანაში რეალობას მორგებული უნდა იყოს. ამასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ შემოსულ ტურისტს ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR–ტესტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

აბანოთუბანში პირბადეებით სეირნობენ - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვის მოხსნაა ყველაზე მეტად სარისკო - თენგიზ ცერცვაძის მოსაზრება
„საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR–ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე COVID-პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით ამ PCR–ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერმა. 

სააგენტოსთან საუბრისას ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა თვითმფრინავით მგზავრობის სავარაუდო წესებზეც ისაუბრეს:

მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ;

მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა;

იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია;

იქნება გარკვეული რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველო მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

დამატებითი ინფორმაციისთვის სააგენტო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორს სერგო ჩიხლაძესაც დაუკავშირდა.

„ტურიზმის ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვექცეს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია PCR–ტესტირება მოხდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ტურისტი მოფრინავს, რათა თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები. თუნდაც ის, რომ ტურისტმა დაავადება არ გაავრცელოს და უკან დასაბრუნებელი არ აღმოჩნდეს. აეროპორტებმა კი უნდა დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი მაქსიმალურად. ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რადგან ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი შესაძლოა ტურიზმი სრულად არ აღდგეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პასუხები ერთნაირია და სანამ საქართველოში გაიდლაინებს ველოდებით, სხვების მაგალითებზე შეგვიძლია მოგითხროთ:

მაგალითად, რომის აეროპორტებში უკვე გამოიყენება უკონტაქტო სიცხის გასაზომი ხელსაწყოები;

Emirates გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო თითის ტესტების გამოყენება კორონავირუსის აღმოსაჩენად;

 Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
ეკონომიკის სამინისტრო: 20-ზე მეტი ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს განაახლებს

ცნობილი ავიაკომპანიები უკვე სავალდებულო წესად თვლიან თვითმფრინავის პერსონალის მიერ ნიღბების გამოყენებას;

ზონური ჩასხდომის პროცესი უფრო გამკაცრდება, ზოგიერთი კომპანია კი საერთოდ ბლოკავს შუა სკამების გაყიდვას და მგზავრებს ყოველ მეორე რიგში ათავსებს;

საბერძნეთში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება კოვიდ-პასპორტი და მას სხვა ქვეყნები არ ეთანხმებიან;

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იტალიიდან და ესპანეთიდან ჩასულ ტურისტებს 14-დღიან კარანტინში გაუშვებენ და რომ მგზავრებმა აუცილებად უნდა ატარონ ნიღაბი, რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ და ბარგი ავტომატურად უნდა ჩააბარონ.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, მარტივი შესასრულებელია.

გარდა ამისა აეროპორტების ხელმძღვანელობას, თავის მხრივ, ევალება სალონების დეზინფექცია ჩაატარონ ყოველი რეისის შესრულების შემდეგ.

ამ დროისათვის ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

თბილისის აეროპორტის ცარიელი დარბაზი - Sputnik საქართველო
როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოში

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები WizzAir და Ryanair ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ახლა კი უკვე ივნისია. ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0