როგორ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება სოფელს: ახალი პროგრამები და შეღავათები

© photo: Sputnikლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის დასახმარებლად ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის წყალობითაც 200 ათასამდე ფერმერი 20 მაისიდან დამატებით შეღავათებს მიიღებს.

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ სხვადასხვა სფეროში სერიოზული კორექტივები შეიტანა, რომელიც ყველაზე ნათლად სოფლის მეურნეობის სექტორში გამოვლინდა, განსაკუთრებით, ქვეყნის პროდუქტებით მომარაგების კუთხით. 

კერძო მეურნეობები იმერეთში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

„ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დახმარებაზე, კერძოდ, ყველა მიმართულებით კერძო წარმოების დახმარებაზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა მხარდაჭერისკენ.

„ჩვენს ქვეყანაში ფერმერების ახალი კატეგორია ყალიბდება. ეს ადამიანები დასაქმებული არიან სოფლის მეურნეობის სფეროში. თუმცა, მათ აქვთ კონკრეტული გეგმები და მიზნები და ამ მიზნების მიღწევაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი სიტყვებით, მთავრობის პროგრამა, პირველ რიგში, მიმართული იქნება ფერმერების დახმარებისკენ და გათვლილი იქნება როგორც დიდ მეურნეობებზე, ისე მცირე მეურნეობებზე, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწებს ფლობენ.

ფულადი დახმარება

მთავრობის გეგმის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0,25 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). ამისათვის 37 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როდის დაიწყება საქართველოში ფულადი დახმარებების გაცემა?

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება, ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

ამ დახმარებით, რომელიც 20 მაისიდან გაიცემა, 200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.

ამასთან, დახმარებით სარგებლობას ის ფერმერიც შეძლებს, რომელიც ნაკვეთს საჯარო რეესტრში წლის ბოლომდე დაარეგისტრირებს.

„იმედი გვაქვს, ასეთი დახმარება ფერმერებისთვის ყოველწლიურად გაიცემა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

იაფი საწვავი

მთავრობის ახალი პროგრამის თანახმად, ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება. 

საფონდო ბირჟა  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ იაფდება ნავთობი, ბენზინი კი — არა?

„ეს პროექტი იმოქმედებს არა მხოლოდ პოსტკრიზისულ პერიოდში, არამედ მომდევნო პერიოდშიც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი დიდი ხანია იხილებოდა. ხელისუფლებამ მოახერხა დიზელის საწვავის მსხვილ იმპორტიორებთან მოლაპარაკება და ახლა ფერმერები ამ შეღავათით ისარგებლებენ.

გადასახადებისგან გათავისუფლება

ფულადი დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 42 ათას ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჩამოაწეროს „საქართველოს მელიორაციის“ დავალიანება, რომელიც დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 42 ათასზე მეტი ფერმერი.  

გადასახადი ერთ ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს.

„ეს შეღავათი ფერმერებს საქმიანობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობას მისცემს და განვითარებისთვის სახსრებს გამოათავისუფლებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გრანტები აგროსექტორისთვის

კიდევ ერთი პროგრამა ფერმერული მეურნეობების გასავითარებლად გრანტები იქნება. 

ყვარელი - Sputnik საქართველო
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები შემოიღეს

სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მოწყობილობების, ან სათბურების მოდერნიზების, ასევე ერთწლიანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემების შეძენისა და მონტაჟის ღირებულების 50%-ს აანაზღაურებს.

ამასთან, თანადაფინანსების მოცულობა არ გადააჭარბებს 50 ათას ლარს.

„ეს გრანტები ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, განვითარდნენ და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აგროკრედიტის ახალი პროგრამა

კრიზისის გამო შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს.

სახელმწიფო სრულად გადაიხდის ერთწლოვანი კულტურების წარმოების გასავითარებლად აღებული 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტებს. სესხი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ მივიღოთ საგადასახადო შეღავათები პანდემიის პირობებში

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. არსებული წლიური 8 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11 პროცენტს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც - ნაცვლად არსებული 9 პროცენტისა, იქნება 12 პროცენტი.

სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 1,5 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე სესხზე 24 თვის ვადით 10% იქნება.

„ეს შიდა მრეწველობის განვითარებისა და თვითუზრუნველყოფის პერსპექტივებზე საუბრის დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სესხები ძირითადად მოქმედი საწარმოების განვითარებას, ასევე ახლის შექმნას მოხმარდება, მაგალითად, მაკარონის წარმოების.

პროდუქციის ხარისხი და კოოპერატივების დახმარება

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

მთავრობა გეგმავს პროდუქტების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის თანადაფინანსებას.

გარდა ამისა, ისინი კოოპერატივებს საბუღალტრო აღრიცხვასა და აღჭურვაში დაეხმარებიან.

სტიქიებისგან დაზღვევა

სიახლეები იგეგმება აგროდაზღვევის პროგრამაშიც. 20 მაისიდან შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურების სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან 3 წლის ვადით დაზღვევა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს კულტურის სახეობის მიხედვით სხვადასხვა მოცულობის სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.

მეცხოველეობა

საქართველოს ხელისუფლება მეცხოველეობის განვითარებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე გაკეთდება.

გათვალისწინებულია ასევე სახელმწიფოს მონაწილეობა წარმოების სახეობების მიხედვით. 

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება

პირველად წარმოებას სახელმწიფო დააფინანსებს 80%-ით, ისევე, როგორც რძის მიმღებ საგაზაფხულო პუნქტებსა და რძის გადამამუშავებელ მცირე საწარმოებს.

წარმოების დანარჩენი სახეობები, როგორებიცაა რძის მსხვილი ქარხნები და საკვების საწარმოები, სახელმწიფოს მხრიდან 40-დან 60%-მდე თანადაფინანსებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0