COVID-19 საქართველოში: საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliკერძო მეურნეობები იმერეთში
კერძო მეურნეობები იმერეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე რეკომენდაციებს გასცემს

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ჩართული.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

„ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0