02:18 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
164 0 0

თბილისის ძმათა სასაფლაოებზე სამამულო ომის მონაწილე ათასობით ჯარისკაცია დაკრძალული, რომლებიც  ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო ადგილობრივ ჰოსპიტლებში გარდაიცვალნენ.

მირანდა ოგანეზოვა

კუკიის სასაფლაოზე 15 რესპუბლიკის მეომრის ხსოვნის საპატივცემულოდ ქვის 15 ობელისკია აღმართული. ძმათა სასაფლაოებზე ჯვრებს არ დგამენ, თუმცა, ბელარუსში ქართველი გმირის მირზა გელოვანის საფლავზე დიდი ჯვარია დადგმული, სადაც ხსოვნის დღეებში ბელარუსი ხალხი მიდის და პატივს მიაგებს გმირის ხსოვნას. 

თბილისში, კუკიისა და პეტრე–პავლეს ძმათა სასაფლაოებზე 9 მაისს, ქვეყნის მოქალაქეები, ტრადიციულად, მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. მაგრამ, წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი რამ შეიცვალა. წელს არ გაიმართება ტრადიციული მიტინგი–რექვიემი. მხოლოდ ბავშვების სიცილის ხმა დაარღვევს სიჩუმეს. ორი პატარა გოგონა სიხარულით ადის „ტანკზე“, ასე ეძახიან ე.წ. ცნობილ თვითმავალს, და ხელებს მაღლა იქნევენ. ეს ბავშვები მომავლის სიმბოლოა, რომელთა გამოც საკუთარი სოცოცხლე დათმეს გმირებმა. 

Цветы на надгробной плите на одном из братских кладбищ погибших в годы Второй мировой войны
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ძმათა სასაფლაო თბილისში

ალექსეევი, ავსეენკო, ზაიცევი, კრავჩენკო... დღეს ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს ჯარისკაცების ძიების ვითარებას, რადგანაც, სამწუხაროდ, პეტრე–პავლეს სასაფლაოზე ბევრ საფლავი უკვე დაკარგულია, და მიწის დიდი ბორცვი მეტყველებს იმაზე, რომ აქ განისვენებს გმირი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა.

სამარხების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება არქივშიც – პრაქტიკულად არანაირი მონაცემი არ არსებობს.

 „ჰერმესის“ წარმომადგენელი აცხადებს: „ჩვენ გვყავს თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც მოქალაქეთა მომართვის შემთხვევაში, ასუფთავებს საფლავს. თუმცა, ჩვენ მათ არც ველოდებით და თავად ვასუფთავებთ მთელ ტერიტორიას“.

ახლა კი ცოტა რამ ციფრებზე. არქივის მონაცემებით, კუკიის ძმათა სასაფლაო დაახლოებით 5,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს. აქ 800 საფლავია მემორიალური ფილით, მთლიანობაში წარწერით – 1607 საფლავი. რაც შეეხება პეტრე–პავლეს სასაფლაოს, მას 7,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია და აქ 1451 მებრძოლი განისვენებს.

დედაქალაქში დიდი სამხედრო სამარხები სამამულო ომის დასაწყისში გაჩნდა. კუკიის სასაფლაოს ახლოს მდებარეობდა ჰოსპიტალი, საიდანაც გარდაცვლილ ჯარისკაცებს კრძალავდნენ. ერთ–ერთი ადგილობრივი ხანდაზმული მამაკაცი ყვება, რომ თავიდან მეომრებს ძველ სასაფლაოზე საერთო სამარხში კრძალავდნენ. არანაირი წარწერა არ დარჩა. ეს უპატრონო სამარხია. რამდენიმე წლის წინ დიდი პატივით გვარდიის მაიორი, ტანკისტი შოთა გოგორიშვილი გადმოასვენეს. 

 „შოთა 1944 წლის აგვისტოში ვარშავასთან დაიღუპა. იგი ბრესტში დაკრძალეს. 1945 წლის სექტემბერში მისი ნეშტი მშობლიურ ქალაქში გადმოასვენეს“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, სასაფლაოს ყოფილმა თანამშრომელმა.

სარდლობამ გადაწყვიტა აქ ტანკის გამოგზავნა, რომლითაც შოთა იბრძოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა და მის ნაცვლად თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი მოიტანეს.

დროთა განმავლობაში იგი კუკიის ახალ სასაფლაოზე გადაიტანეს, რომელიც შემდეგ ძმათა სასაფლაო გახდა.

პეტრე–პავლეს სასაფლაოზე კრძალავდნენ მეომრებს, რომლებიც თბილისის 29 ჰოსპიტალში გარდაიცვალნენ. ბევრი წელი დასჭირდა იმას, რომ პეტრე–პავლეს სასაფლაოს მემორიალის სტატუსი მინიჭებოდა. ძმათა სასაფლაოს კეთილმოწყობაში დახმარება რუსეთმა გაიღო, თავის დროზე ამ მიზნით 50 ათასი დოლარი გამოიყო.

ბოლო ორ–სამ წელში უფრო აქტიურად დაიწყო დაღუპული მეომრების საფლავების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ გვარების სია დაკარგულია, ადამიანებმა შეძლეს თავიანთი ახლობლების სამარხების მოძიება.

ჟურნალისტმა ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ მისმა მინსკელმა ნაცნობმა გალინა შიშლომ მოიპოვა ინფორმაცია ინტერნეტში, რომ კუკიის სასაფლაოზე მისი ბაბუაა დაკრძალული. „საფლავი ვერ ვიპოვე, ფილების დაახლოებით 20% ჩამონგრეულია. ყველაფერი გადავიღე და მინსკში პირადად წავიღე“.

ბოლო წლებში ძმათა სასაფლაოზე ადამიანებს აღარ კრძალავენ და იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, შეიტანეს 500 კუბამეტრი მიწა, შეცვალეს შესასვლელი ჭიშკარი, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ობელისკს. ტერიტორიიდან 30 მანქანა ნაგავი გაიტანეს. 2018 წლის 1 იანვრიდან პეტრე–პავლეს სასაფლაო მემორიალური გახდა. 

მასალის მომზადებისას საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა  კავშირს დედაქალაქის ძმათა სასაფლაოებზე დაკრძალული მეომრების რაოდენობის გარკვევის მიზნით მივმართე.  როგორც უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, უახლოეს პერიოდში  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყება სამამულო ომის მონაწილეთა სამარხების საკითხის შესწავლა, ასევე მოხდება ყველა ობელისკისა და ძეგლის განახლება–აღწერა. როგორც მათ აღნიშნეს, ყურადღების გარეშე არ დარჩება ყველაზე პატარა სოფელიც კი, სადაც მემორიალური ფილა დგას. ერთი სიტყვით, საიუბილეო წლის მანძილზე, ამ კუთხით მასშტაბური სამუშაოების ჩატარება იგეგმება. 

მთავარი თემები