ყველაზე დიდი პრობლემა, პარტიების რეიტინგი და რუსეთთან ურთიერთობა – IRI–ს კვლევა

გამოწერა
IRI-ს გამოკითხვის მონაწილეებმა საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 20 მაისიდან 11 ივნისამდე ჩატარდა, გამოიკითხა საქართველოს 1,5 ათასი მცხოვრები, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. ცდომილება დაახლოებით 2,5%-ს შეადგენს.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება განათლებაზე ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯოს>>

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოში უმუშევრობაა. ასე ფიქრობს რესპონდენტების 73%. მეორე ადგილზეა მაღალი ფასები - 34%, მესამეზე კი სიღარიბე - 28%.

23%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საწინააღმდეგო აზრისაა 66%. პასუხის გაცემა კითხვაზე გაუჭირდა 11%-ს.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის 86% ფიქრობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცუდი ურთიერთობაა, მხოლოდ 4%-ია დარწმუნებული, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია

კითხვას - „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს?“ - დადებითად უპასუხა რესპონდენტების 75%-მა. შარშან ამ აზრის იყო 77%.

პოზიტიურად აფასებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიდგომას რუსეთთან ურთიერთობის საკითხისადმი გამოკითხულთა 33% (შარშან - 34%). ნეგატიურად - 52% (შარშან - 54%).

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ საქართველომ პროდასავლური კურსი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაც გააგრძელოს. მხოლოდ პროდასავლური კურსის მომხრე რესპონდენტების 30%-ია.

პრორუსულ კურსს, მაგრამ პარალელურად ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობის გაგრძელებას, ემხრობა რესპონდენტთა 8%, მხოლოდ პრორუსულ კურსს - 2%.

შემცირდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა>>

კითხვას - „მხარს უჭერთ თუ არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას“ – 75%-მა დადებითად უპასუხა (შარშან - 85%-მა). ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას რესპონდენტების 68%-მა დაუჭირა მხარი (შარშან - 76%-მა).

პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგი

პარტიების რეიტინგში პირველ ადგილზეა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 26% გეგმავს. მეორე ადგილი უჭირავს ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-ით.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რა კავშირია IRI-ს კვლევებსა და პოლიტიკურ ანეკდოტებს შორის – პრემიერის შეფასება

მესამე ადგილზე გავიდა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელიც 2017 წლის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს. მისთვის ხმის მიცემას 7% აპირებს.

საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს 5-5% უჭერს. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2%-ს არ აღემატება.

რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგს, პირველ ადგილზე საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი დავით ბაქრაძეა. მის მიმართ დადებითადაა განწყობილი რესპონდენტების 59%. მეორე ადგილზე თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეა (49%), მესამეზე კი - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე (48%).

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ინსტიტუტების მიმართ, პირველ ადგილს 89%-ით ეკლესია იკავებს, მეორეს - ჯარი 87%-ით, მას მოსდევს მასმედია (70%), პოლიცია (52%), პარლამენტი (37%) და მთავრობა - 35%.

© Sputnik / Konstantin Ivanovუმუშევრობა საქართველოში
ყველაზე დიდი პრობლემა, პარტიების რეიტინგი და რუსეთთან ურთიერთობა – IRI–ს კვლევა - Sputnik საქართველო
უმუშევრობა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0