ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა

© photo: Sputnik / Stringerსწრაფი ჩარიცხვის აპარატი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვების დაწესებამდე ქვეყანაში დაკრედიტების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპებს უსწრებდა

 

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოში საკრედიტო პოლიტიკა რომ არ გამკაცრებულიყო, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში.

რას იტყვის მთავარი ბანკირი... ანუ როგორი იქნება კობა გვენეტაძის ვერდიქტი?>>>

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ.  გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

 „სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის და უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებით 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, ბოლო 3-5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი.

 „თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისთვის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების პროგრამა დაიწყო

მისი თქმით, მარეგულირებლის მიერ განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს კრედიტის გაცემას მხოლოდ გადახდისუნარიანობის შემოწმების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში და ამ მიდგომის აუცილებლობა განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც ფიზიკური პირები, რომელთაც ჭარბი სესხები ჰქონდათ აღებული, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ჭარბვალიანობა ახრჩობს, კრედიტებზე წვდომის შეზღუდვა გუდავს: არსებობს თუ არა გამოსავალი>>>

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან განმარტა ასევე, თუ რას ემსახურება სახელმწიფოს საკრედიტო პოლიტიკა.

„საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პრაქტიკა გულისხმობს მხოლოდ ისეთი სესხების შეზღუდვას, რომლებიც თავიდანვე იყო განწირული“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან, როგორც მან მიუთითა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია სესხის გაცემა გადახდისუნარიან პირზე, რომელსაც კრედიტი განსაკუთრებულ ფინანსურ სირთულეებს არ შეუქმნის.

 „ფინანსურმა ორგანიზაციამ არ უნდა გასცეს კრედიტი, თუ წინასწარ იცის, რომ ამით სესხის მიმღები პირის მდგომარეობა გაუარესდება, მიუხედავად იმისა, მომგებიანია მისთვის ეს თუ არა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამ შედეგი უკვე გამოიღო და პირველი კვარტლის მონაცემები პროგნოზის შესაბამისია. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ლარში კრედიტების ღირებულების დაწევას პროგნოზირებს

 „პირველი კვარტლის ტენდენცია პროგნოზის შესაბამისია და წინასწარი არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ამასთან, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს–სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის, დაახლოებით 300 მილიონი ლარის დაფარვა მოხდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოში ფული კვლავ იაფდება – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა>>>

ამასთან, მან დასძინა, რომ მიუხედავად მსგავსი ნაბიჯების არაპოპულარობისა, მას კარგი შედეგები მოაქვს.

 „როგორც წესი, ასეთი პოლიტიკა არაპოპულარულია, რადგან ხშირად მოკლევადიან პერიოდში სირთულეებს უკავშირდება, მისი სარგებელი კი, როგორიცაა ეკონომიკის მაღალი და სტაბილური ზრდა, დასაქმების მაღალი დონე და დაბალი ფისკალური ხარჯები, მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ჩანს“, - აღნიშნა გვენეტაძემ. 

უსახო მანეკენი ხალხის ფონზე - Sputnik საქართველო
საბანკო რეგულაციების შედეგები: მოწყენილი მოვაჭრეები და გაბრაზებული მყიდველები...

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იპოთეკური დაკრედიტების განაკვეთების შესამცირებლად ზომების მიღებას გეგმავს.

 „ჩემთვის მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორში გვქონდეს იპოთეკური სესხები დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რათა უფრო მეტ მოქალაქეს მიუწვდებოდეს ხელი კრედიტზე. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ შემცირდეს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები და ისინი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არა უმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი - არა უმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი - მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები - მაქსიმალური 4 წლის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0