ჟენევის მოლაპარაკებები დასრულდა – რა განიხილეს საქართველომ და რუსეთმა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა საერთო ენის გამონახვა მხოლოდ საკითხების ვიწრო წრეზე შეძლეს.

საქართველოს წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე კვლავ დააყენეს საკითხი ქვეყნის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ.

რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება.

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე>>

„ქართული მხარის კონტრპროდუქტიულმა პოზიციამ ამ საკითხში წინსვლის საშუალება კიდევ ერთხელ არ მოგვცა. თბილისისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, რეანიმირება მოახდინეს 10 წლის წინანდელი ფრაზეოლოგიისა რუსული შეიარაღებული ძალების „საკუთარი ქართული ტერიტორიებიდან" გაყვანის აუცილებლობის, „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების" შექმნის შესახებ და ა.შ. შედეგად, დისკუსია ჩიხში შევიდა", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: სააკაშვილი ცდილობს, რუსეთს აჩვენოს, რომ კარგი ბიჭი იქნება

საქართველო, თავის მხრივ, კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ დაუშვებელია ქართველებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რომ ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ, ამის საპასუხოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამ დროისთვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. შეხვედრებში მუდმივად მონაწილეობენ აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

ვითარება ე.წ. საზღვრებზე

მხარეებმა სხვადასხვა შეფასება მისცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებულ ვითარებას.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა>>

ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებზე „საზღვრებთან" ახლოს, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, „რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა, თავის მხრივ, „საზღვრებზე" არსებული ვითარება დადებითად შეაფასა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებები გამართეს

„ვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე მონაწილეების უმეტესობამ სტაბილურად აღიარა. გადაკვეთების სტატისტიკა მოწმობს, რომ თავისუფალი გადაადგილების სერიოზული პრობლემები არ არის, შემთხვევების რიცხვი ჩვეულებრივ დონეს არ ჭარბობს. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები სასაზღვრო რაიონებში ქართული არასამთავრობო ცალკეული ორგანიზაციების პროვოკაციულ აქტიურობაზე მიუთითებდნენ. მათი პროპაგანდისტული აქციები საშიშია შედეგების თვალსაზრისით და არ პასუხობს არავის ინტერესებს", – აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამასთან, საქართველოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ინფორმაციის გაცვლისა და მოსახლეობის პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ უახლოეს მომავალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გაიმართოს ტექნიკური სხდომა. შეხვედრები გალში ხშირად წყდება, თან გაურკვეველი ვადით იმის გამო, რომ საქართველო მწვავე საკითხებს აყენებს.

აბაშიძე: დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება>>

უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც წყდება შეხვედრები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან სოფელ ერგნეთში.

ჟენევაში, ისევე, როგორც ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებზე, მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგი ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილში დამნაშავეების დასჯა.

აქედან ბოლო შემთხვევა იყო კვარაცხელიასთან დაკავშირებით. რუსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა და „ამ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება გრძელდება".

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილს ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლება მნიშვნელოვნად მიაჩნია

სამხედრო წვრთნები

ჟენევის დისკუსიებზე საქართველომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე, ხოლო რუსეთმა და ამ ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებებმა – საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სწავლებებთან დაკავშირებით.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ აშშ-ისა და ნატოს აქტიურობა საქართველოში ამჟამად რეგიონული უშიშროებისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ღია გამომწვევი ხასიათისაა ქართულ ტერიტორიაზე რეგულარულად მიმდინარე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წვრთნები", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში".

ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც საქართველოს სჭირდება>>

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0