ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

გამოწერა
ორთვიანი ვადა 40 წელს გადაცილებულთათვის, ვისაც საპენსიო რეფორმა არ მოსწონს.

თემურ იოსელიანი

ახალი წლიდან ამოქმედებული დაგროვებითი პენსიის სქემა რამდენად მიმზიდველია ხალხისთვის, მალე გაირკვევა: 1 აპრილიდან შესაძლებელი ხდება იმ ადამიანებმა დატოვონ საპენსიო სქემა, ვისთვისაც დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამ კატეგორიაში ის დასაქმებულები შედიან, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით (კანონის დამტკიცების მომენტში) უკვე იყვნენ 40 წლის. უფრო ახალგაზრდებისთვის საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა.

სქემიდან გასვლის გზა

ვისაც დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა გულზე არ ეხატება, არც საპენსიო სააგენტოს დირექტორის რეფორმის მომხრეების ოპტიმიზმის სჯერა და თან ასაკიც ხელს უწყობს, შეუძლია საპენსიო სქემას თავი დააღწიოს. ამისთვის მხოლოდ ორი თვე აქვს – 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით. თუ ამ დროში განცხადების დაწერა ვერ მოასწრო, რჩება საპენსიო სქემაში ჩართულად. თუმცა, თუ ამ ორ თვეში სქემა დატოვა და მერე დაბრუნება კვლავ მოუნდა, ამის შესაძლებლობაც ექნება.

თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

სქემის დატოვების მსურველს, პირველ რიგში, საჭიროა 3 თვის მანძილზე ჰქონდეს საპენსიო შენატანი გაკეთებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ მომხმარებლის პირად პროფილზე. პირად პროფილზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს. თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, შესაბამისად, პირად გვერდზე შესასვლელად საჭირო იქნება ორი პაროლი.

სქემის დატოვების მსურველმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან საპენსიო სააგენტოს ფილიალს თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში და დაწეროს განცხადება.

„თუ პირი 2 თვის განმავლობაში, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ ან არ წერს განცხადებას, ის რჩება სისტემაში მუდმივად და ეს ითვლება უკვე ნებაყოფლობითად. სურვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად არის ვადა, რომელიც ოპტიმალურია და განხორციელებაც არ უნდა იყოს პრობლემა. ჩაწერის ადგილს არ ექნება მნიშვნელობა, ნებისმიერ ცენტრში აქვს მოქალაქეს განცხადების დაწერის შესაძლებლობა“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

Флаг и герб Грузии - Sputnik საქართველო
ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

საპენსიო სააგენტოში გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ დაგროვებითი პენსიის სქემის დატოვების მსურველები ბევრნი არ არიან, თუმცა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საპენსიო სისტემაში აპრილიდან მხოლოდ 30%-ის დარჩენას ელოდება 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისგან.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 653 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო სქემის დატოვების შემთხვევაში დაგროვებული თანხა ისევ შემომტანებს – სახელმწიფოს, დამსაქმებელს და დასაქმებულს დაუბრუნდებათ.

საავტომობილო მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი ხარჯი მძღოლებისთვის

დაგროვებითი პენსიის ბედი სასამართლოში

ჯერ კიდევ კანონის დამტკიცებამდე დაგროვებითი პენსიის მოდელს ოპონენტებისგან კრიტიკა არ დაკლებია. ამ მომენტისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებას მოითხოვს. მოსარჩელეები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტი ედუარდ მარიკაშვილი და შპს „თორაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი პარტნიორი დავით თორაძე. მოსარჩელეები ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიაროს, რომ დაგროვებითი პენსია საკუთრების უფლებას ლახავს და საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება წინააღმდეგობაშია როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციურ უფლებებთან.

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის კი საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. ხოლო ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

ამ მოტივით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა 7 მარტს გაიმართა, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იურისტ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, რთულია იმის ვარაუდი, რა ვადებში მიიღებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ზუსტი ვადები კანონში არ წერია, მაქსიმუმია 9 თვე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დაყენებულია შეჩერების შუამდგომლობა და ვფიქრობთ, რომ ზიანი რეალურია და შეიძლება გამოუსწორებელიც, სასამართლო აღარ გააჭიანურებს პროცესს თუნდაც იმის გამო, რომ ზიანი შეუქცევადი არ იყოს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ თვეში იქნება მიღებული და რეფორმა შეჩერდება, ნაწილობრივ მაინც“, – აღნიშნავს მარიკაშვილი.

„იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ“, – განაცხადა საპენსიო ფონდის დირექტორმა ლევან სურგულაძემ. მისი თქმით, საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
თებერვლიდან „ქართული ამაზონის“ ამოქმედება იგეგმება

„ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის. ასე რომ, იძულება არის ტიპიური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში საკმაოდ ძნელი იქნება 40 წელს გადაცილებული დასაქმებულების დარწმუნება, რომ საპენსიო სქემაში დარჩნენ. საყურადღებოა ერთი დეტალი – სახელმწიფომ დასაქმებული მისი თანხმობის გარეშე ჩასვა საპენსიო სქემაში და შემოსავლის 2%-ს მასაც ახდევინებს და მის დამსაქმებელსაც. აი, სქემის დატოვება კი გაურთულა. ონლაინ-განცხადება არ მიიღება, საჭიროა მითითებულ მისამართზე ფიზიკურად მისვლა და განცხადების დაწერა, რაც არც თუ კომფორტულია. ამის მიუხედავად, დაგროვებითი პენსიის მოწინააღმდეგეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მოსალოდნელ რიგებს არ შეუშინდებიან და სქემიდან გასვლას მაინც არ გადაიფიქრებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0