არჩევნების მთავარი ინტრიგა: ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში შუალედურ არჩევნებზე გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციის საკითხს წარმოადგენს

იმ ფაქტმა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა წარმოშვა. ძალიან მალე გაირკვევა, ვინ წარადგენს პარლამენტში მთაწმინდის რაიონის ინტერესებს.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მხოლოდ ერთ სადეპუტატო მანდატზე გაიმართება. ეს არჩევნები პოლიტიკურ სპექტრში ძალთა ბალანსს აჩვენებს.

საზოგადოებამ უკვე ერთი კოალიცია დაინახა. ეს არის ორი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გაერთიანება, რომელიც ამ არჩევნებზე იურისტის და ყოფილი დეპუტატის, შალვა შავგულიძის კანდიდატურას წამოაყენებს.

სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა არჩევნებისთვის ახალი მოკავშირეები მოძებნეს >>

2018 წელს შავგულიძემ მოსინჯა ძალები გენერალური პროკურორის პოსტზე, მაგრამ, ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო მომენტში ბრძოლაზე უარი განაცხადა.

შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა. პარტია არც ისე შორეულ წარსულში „ქართული ოცნების“ მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შედიოდა. „თავისუფალი დემოკრატები“ პირველები იყვნენ, ვინს გამოეყო კოალიციას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მთავარი პარტიისთვის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განცალკევებით მოეგო.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
მოკლედ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტზე - ზურაბიშვილი ინაუგურაციისათვის ემზადება

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ შავგულიძე ადვოკატია. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მას გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები მიჰყავდა, მათ შორის „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეც. აქ აღსანიშნავია ის, რომ „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენენ ისინი, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო. პარტია 2017 წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს.

დღეს „ევროპელებს“ პარლამენტში 19 ადგილი აქვთ.

მას შემდეგ, რაც შავგულიძემ გაერთიანების სახელით კენჭისყრა გადაწყვიტა, 12-პარტიანმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის, სოლიდარობის ნიშნად კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადა.

ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება >>

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შავგულიძეს მოღალატე შეარქვეს. ყოფილ „ნაციონალებთან“ გაერთიანებით შავგულიძემ ძველ პრინციპებს უღალატა, განაცხადეს მათ.

თუ შალვა შავგულიძემ ადვოკატურაში საინტერესო გზა გაიარა, არანაკლებ ინტერესს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატი. გავრცელდა ხმები, რომ ის შეიძლება გახდეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შემდგომში ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეცვლიდა. თუმცა მცოდნე ადამიანებმა ეს ხმები მაშინვე უარყვეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის მაჟორიტარობა - დიდი არაფერი წინსვლაა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა მოსამართლეთა შესახებ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებს დაუჭირა მხარი

გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ამ არჩევნებზე მოგება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმისათვის, რომ თბილისში საკუთარი პოზიციების სიმყარე აჩვენოს, და არა იმიტომ, რომ მათ პარლამენტში კიდევ ერთი ხმა სჭირდებათ. უმრავლესობა თავს შესანიშნავად გრძნობს, შვიდი დეპუტატის დაკარგვის მიუხედავად, „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლის, ეკა ბესელიას ჩათვლით. ბესელიამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის ადამიანების გადაბირება, რის გაკეთებასაც ის წასვლისთანავე აპირებდა.

ხელისუფლების კანდიდატი კარგი ექიმი და კარგი თამადა ლადო კახაძე გახდება. მას კარგად იცნობენ თბილისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან პარტიას კარგი სამსახური გაუწია.

ერთადერთ კომპრომატი ისაა, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, „ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოში მოხვედრის შემდეგ ის შეუერთდა შევარდნაძის პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ და საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკითხი საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს და როგორც ჩანს, უფრო მეტად ლეიბორისტებს აღიზიანებს. კახაძეს ნაცნობ-მეგობრების დიდი წრე აქვს და მმართველი პარტიისთვის მისი გამარჯვების მოპოვება რთული არ იქნება, განსხვავებით „კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის ჯგუფის“ მეგობრისგან, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერია, ხოლო არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.

რაც შეეხება კახაძეს, ბოლო დრომდე ის როგორც პოლიტიკოსი არ ფიგურირებდა, თუმცა შემჩნეულია „ქართული ოცნების“ და საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაში.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გაერთიანებული ოპოზიცია თავის გეგმებზე საუბრობს

მთაწმინდის რაიონიდან დეპუტატის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, სოფო ხორგუანმა გამოთქვა.

ხორგუანი ეთერში ძირითადად ხელისუფლებას იცავს და რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის დაახლოებულ პირად მიიჩნევა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ის ხმების გარკვეულ რაოდენობას მოიპოვებს და შესაძლოა, მეორე ტურის საჭიროება დადგეს.

ხორგუანი 2004-2009 წლებში იყო სოზარ სუბარის მოადგილე, როდესაც ის საქართველოს სახალხო დამცველი იყო. ამჟამად მას უფლებადამცველის სტატუსი აქვს და მისი შენიშვნები ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება.

ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები >>

მეორე ტურის ალბათობა უფრო მეტად გაიზრდება, თუ კენჭისყრას გადაწყვეტს ორი ცნობილი ფიგურა - ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი. დოლიძე შავგულიძის ფონზე საკმაოდ რადიკალურად გამოიყურება. მას მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაშიც, პარლამენტში სოციალ-დემოკრატების სახით. მან ასევე შეიძლება ისარგებლოს „რესპუბლიკური პარტიის“ და „შენების მოძრაობის“ მხარდაჭერით, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს

დღეისათვის ანა დოლიძე პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობდა.

რაც შეეხება წინა მოწვევის თბილისის საკრებულოს დეპუტატ ელისაშვილს, სავარაუდოდ, ის მხარს დაუჭერს შავგულიძეს, თუმცა მას მთაწმინდაზე მოგების შანსები მეტი უნდა ჰქონოდა.

მცირე ფინანსური რესურსების მიუხედავად, მას ჰყავს პოლიტიკური გულშემატკივარი, და თბილისის მერის არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტს - კახა კალაძეს მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ასე რომ, ლადო კახაძესთან ბრძოლა მისთვის უფრო მარტივი იქნებოდა. უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემის, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების არც ისე დადებითი დასკვნების ფონზე, გონიერი ნაბიჯების შემთხვევაში, მას აქვს შანსი მოიგოს არჩევნები მთაწმინდაზე. როგორც მინიმუმ, მოსალოდნელია მეორე ტური.

ყველა ახალი ამბავი
0