ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება

© photo: Sputnikადგილობრივი არჩევნები
ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა რეგისტრაცია 23 მარტამდე უნდა გაიარონ.

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მერებისა და საკრებულოების დეპუტატების შუალედური არჩევნები საქართველოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება, რომელიც 19 მაისს არის დანიშნული.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე მიიღეს. როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკომ ასევე განსაზღვრა ზოგიერთი პროცედურა და მერებისა და საკრებულოების დეპუტატების შუალედური არჩევნების ახალი ვადები.

„კანონმდებლობის მიხედვით, ორივე არჩევნები უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა და ასევე გეგმავს, რომ ეს ორი არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კენჭისყრა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღი ცნობილია

პრეს–სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხშაბათიდან დაიწყო ყველა ის საკანონმდებლო პროცედურა, ასევე ნებართვა და აკრძალვა, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული არჩევნების დანიშვნასთან. ასევე ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან და წინასაარჩევნო კამპანიის დროს თანამდებობის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან.

„დღეიდან უკვე პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით, მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი“, – განაცხადა მიქელაძემ.

შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული.

სააკაშვილის მეუღლემ შეიძლება ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა>>

რაც შეეხება რეგიონებს, ბოლო მონაცემებით, მერების შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოს ცალკეული დეპუტატების არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის კონკრეტულ ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0