15:44 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
შოუ-ბიზნესი და საქართველო (35)
673 0 0

დროის მცირე მონაკვეთში საქართველომ მსოფლიოს ბევრი ნიჭიერი და უნიკალური დიზაინერი შესთავაზა.

„Sputnik-საქართველო“ მკითხველს კვლავ აცნობს ქართველ დიზაინერებს და როგორც პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი, თუმცა, ძალიან ნიჭიერი ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევს სთავაზობს.

Datuna Sulikashvili

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი მოდის სამყაროში პირველად 2003 წელს გამოჩნდა. ახლა სულიკაშვილის სამოსის შეძენა შესაძლებელია მოსკოვში, პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ასტანაში.
დათუნა კაშკაშა ფერებს იშვიათად იყენებს და უპირატესობას შავ ფერს ანიჭებს. სულიკაშვილის სამოსი შერონ სტოუნის გარდერობს ამშვენებს.

 

Ani Datukishvili

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ანი დათუკიშვილის სამოსი, რომელიც საკუთარ კოლექციას DALOOD-ის მარკით წარმოადგენს, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დიზაინერი, რომელმაც გამოცდილება საფრანგეთსა და იტალიაში მიიღო, თავისი სამოსით ცდილობს გამოხატოს, რომ ძლიერი ქალის ნიღბის უკან შეიძლება ძალიან ნაზი არსება იმალებოდეს. დათუკიშვილს ყველაზე მოულოდნელი ტონების და კაშკაშა ფერების შერწყმა შეუძლია. მისი სამოსი — ინდივიდუალიზმი და ორიგინალური ფასონია.

Atelier MARTA

ახალი ბრენდი პოპულარული Tbilisi Fashion Week-ის შემდეგ გახდა. Atelier MARTA-ს სამოსი — ეს არის ქალურობა, განსაკუთრებული სტილი და ქართული მოტივები.

ბრენდის ბოლო კოლექცია შესრულებულია ოქროსფერ და პასტელის ფერებში, ჩამქრალი და ოდნავ შესამჩნევი ფოლკლორული მოტივებით.

Unlimited. Made In georgia

ეს ქართული ბრენდია, რომელზეც ქართველი დიზაინერები მუშაობენ. ბრენდი ქმნის როგორც ყოველდღიურ, ისე ავანგარდულ სამოსს. Unlimited. Made In georgia-ს დიზაინერები აცხადებენ, რომ ქმნიან კოლექციას მათთვის, ვისაც სურს ხალხის მასიდან გამოირჩეოდეს და გამოიყურებოდეს განსაკუთრებულად.

Atleier 27

კიდევ ერთი ქართული ბრენდი მოდის ცის კაბადონზე.  Atleier 27-ის დამფუძნებლები და არტ-დირექტორები — ქეთი ლაქერბაია და ანი ქათამაძე. შემოქმედებით ხაზზე პასუხისმგებელია დიზაინერი ხათუნა გეგიძე — სწორედ მისი მეშვეობით იქმნება მოდური და ელეგანტური სამოსი. გუნდი ცდილობს მსოფლიო მოდური ტენდენციები  კულტურულ და ექსტრავაგანტულ დეტალებთან გააერთიანოს.

LIKAFORLIKA

LIKAFORLIKA — ნამდვილად დასამახსოვრებელი ბრენდია. ბოტფორტები, ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი კაბები, გამჭვირვალე ბადისებრი სამოსი — ამ ბრენდის ახალ კოლექციას გარდერობში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლია.

ბრენდი შექმნა მოსკოვში ქართველმა მოდელიერმა ლიკა ალადაშვილმა, თუმცა, სამოსი თბილისშიც იყიდება. LIKAFORLIKA-ს სამოსი ამშვენებს ისეთი სელებრითების გარდერობს, როგორიცაა ქეთა თოფურია და ნასტასია სამბურსკაია. „პრეტ-ა-პორტეს“ სტილის პირველი კოლექცია ალადაშვილმა 2003 წელს Ajara Music Hall-ის ღონისძიებებზე წარმოადგინა.

We give you comfort & style

Публикация от LikaforLika (@likaforlika) Июл 2 2017 в 11:39 PDT

 

Lako Bukia

დიზაინერი ლაკო ბუკია, რომელმაც განათლება ნიუ-იორკსა და ლონდონში მიიღო, ევროპისა და აშშ-ის მოდის სხვადასხვა კვირეულში აქტიურ მონაწილეობას იღებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია ცნობილი ამერიკელი დიზაინერი დონა კარანი.

ლაკო ბუკიას სამოსი — ეს არის კაშკაშა ფერები, ასიმეტრიული ფორმები და ბრენდული მაისურები.

Teona Elizbarashvili Fashion Studio

თეონა ელიზბარაშვილი — გამბედავი დიზაინერია. მან შეიძლება ყველაზე უბრალო კაბა აქციოს ხელოვნების ნიმუშად — გამოიყენოს ზურგზე ორიგინალური დეკოლტე ან ორიგინალური ორნამენტი.

U.G.L.Y.

You gotta love yourself — შენი თავი უნდა გიყვარდეს! ასე იშიფრება ბრენდის სახელწოდების აბრევიატურა.

U.G.L.Y. უშვებს ხარისხიან და დახვეწილ სამოსს, რომელშიც „სტრიტ-სტაილი“ შერწყმულია მოდერნთან და კლასიკასთან. ბრენდს გამოარჩევს ინტელექტუალური მოდისადმი ერთგულება: კონცეპტუალური თარგი, ქსოვილის სხვადასხვა ფაქტურაში შავი ფერის და ტყავისა და ბეწვის გამოყენება.

Atelier Eka Balanchivadze

ქართველი დიზაინერის ეკა ბალანჩივაძის ატელიეში სხვადასხვა სამოსია: ნაქარგით, ქვებით, ორიგინალური ორნამენტებით. ატელიეში ულამაზეს საღამოს და საქორწილო კაბებს კერავენ. ბრენდს გააჩნია საკუთარი ემბლემა, რომელიც ზოგიერთ კაბაზე და ფეხსაცმელზე გამოიყენება.

თემები:
შოუ-ბიზნესი და საქართველო (35)

მთავარი თემები