„Sputnik საქართველო“ მოდის მოყვარულებს ქართველი ცნობილი და დამწყები დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევს გთავაზობთ.
AKA NANITA
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის მაღაზია. 2009 წელს ის Aka Nanitashvili Fashion House-მა დააარსა, სადაც შესაძლებელია დიზაინერის ახალი კოლექციიდან სასურველი ტანისამოსის შეძენა. ტანსაცმელთან ერთად, აკას ფეხსაცმლის ხაზიც აქვს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ფალიაშვილის № 43
Diana Kvariani
ყვავილებიანი ჰაეროვანი კაბებისა და ნაქარგებიანი პალტოს მოყვარულებს დიდი არჩევანი ელოდებათ.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ფალიაშვილის № 64
Keti Chkhikvaze Fashion House
დიზაინერი კოლექციას ძვირფასი ქსოვილებიდან, ბეწვიდან და ქვებიდან ქმნის და უკვე დიდი ხანია იპყრობს მოდის მოყვარულთა ყურადღებას.
მაღაზიის მისამართი თბილისში: მოსაშვილის № 7
LAKO BUKIA
ქალბატონებმა, რომელთა სურვილიცაა განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, ყოველთვის შეუძლიათ ამ მაღაზიაში რაღაც საინტერესო იპოვონ.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ფალიაშვილის № 39
Eloshi
ბრენდი, რომელიც აერთიანებს ყველა სტილს — კლასიკურიდან ავანგარდამდე. არჩევანი თქვენზეა.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ი. აბაშიძის № 10 და ბარნოვის № 73
CO.MODE
მაღაზიაში თავმოყრილია 50 ქართველი დიზაინერის ტანისამოსი და აქსესუარები.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ი. აბაშიძის № 14
Nino Babukhadia
პასტელის ფერები, ორიგინალური აქსესუარები და არასტანდარტული ტანისამოსი ორიგინალური სტილის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ი. აბაშიძის № 6
ANOUKI
წარმატებული დიზაინერის, ყოფილი მოდელის ანუკი არეშიძის ბრენდი — ქალური და თავისებური სტილის ტანსაცმელი მოდის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: თარხნიშვილის № 2
Mariam Gvasalia
დიდი ტალანტის მქონე დიზაინერის მოდის სახლს, ვისი ნამუშევრებიც დამსახურებულად იყიდება ვენეციაში, შეგიძლიათ თბილისში ეწვიოთ.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ჭავჭავაძის გამზირი № 15 და ლესელიძის № 27/1
Tamuna Ingorokva
პირველი წელი არაა, რაც დიზაინერი მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და შესაბამისად, იცის, როგორ გააკვირვოს და გააოცოს საზოგადოება. მისი მოდის სახლში მოხვედრისას, მომენტალურად გიჩნდება სურვილი, ყველაფერს ერთიანად დასტაცო ხელი და წაიღო.
მაღაზიის მისამართი თბილისში: თამარაშვილის № 13
AVTANDIL-73
თანამედროვე საქართველოში ერთ-ერთი პირველი მოდის სახლი, სადაც ნახავთ როგორც ლუქს-კლასის, ისე მეორე ხაზის ტანსაცმელს. მისი კოლექციები ხარისხით და ორიგინალური პრინტებით გამოირჩევა.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ლესელიძის (კოტე აფხაზის) № 29
Materiel
მაღაზია, სადაც რამდენიმე ქართველი დიზაინერის ტანისამოსს იხილავთ.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ლესელიძის (კოტე აფხაზის) № 22
Fashion House Lasha Jokhadze
მაღაზია დახვეწილი გემოვნების ელეგანტური, წარმოსადეგი ქალბატონებისთვის. ჯოხაძე მოდის მოყვარულთა ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა თავისი ნათელი და კაშკაშა ფერებით, თუმცა, ბოლო კოლექციამ — ფრთებგაშლილი წეროებით — დიზაინერს დიდი წარმატება მოუტანა.
მაღაზიის მისამართი თბილისში: აღმაშენებლის გამზირი, № 38
LALO CARDIGANS
ნაქსოვი კარდიგანი ლალო დოლიძის სავიზიტო ბარათი გახდა. თუმცა, დიზაინერი მიღწეულით არ კმაყოფილდება და ქართული თემატიკის გამოყენებით, ტანსაცმელს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
მაღაზიის მისამართი თბილისში: გოგებაშვილის № 46 ბ
CHAOS
მაღაზია ფართო არჩევანს გთავაზობთ — ქუჩის მოდიდან მაღალ მოდამდე. აქ დატკბებით როგორც ცნობილი, ისე დამწყები დიზაინერების შემოქმედებით.
მაღაზიის მისამართი თბილისში: კოსტავას № 14
DOTS
მაღაზია, რომელშიც წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების ნამუშევრები იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც მოდის ტენდენციებს ფეხდაფეხ მიყვებიან.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ლესელიძის (კოტე აფხაზის) № 22
„Sputnik საქართველო“ სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!