გამოსაშვები საღამო 2017 – დიზაინერის რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი დიზაინერების მაღაზია
ქართველი დიზაინერების მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოსაშვები საღამო – ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღესასწაული.

მოგვიახლოვდა ზაფხული, მე-12 კლასელ გოგონებს გამოცდებისწინა ციებ-ცხელებასთან ერთად მაღაზიებში, ატელიეებსა და მოდის სახლებში სტუმრობა უწევთ.

რა ჩავიცვათ გამოსაშვებ საღამოზე?

დიზაინერი ნინო გოგიბერიძე გვირჩევს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამოსაშვები საღამოსთვის მზადების დროს.

აქსესუარების არჩევას დიდი სიფრთხილით მიუდექით. მთავარია — კაბა და არა ბრჭყვიალა ლითონი და თვლები, რომლებითაც გოგონები თავს უხვად იმშვენებენ. ძალიან აქტუალურია ე.წ. ჭკვიანი კაბები". ეს ისეთი კაბებია, რომლებიც ტანს ფორმას უცვლის, მას უფრო გამხდარს, სრულყოფილს ხდის და ქვიშის საათის სილუეტს ქმნის. ამის მიღწევა შესაძლებელია სწორი პრინტის და "ჭკვიანი" თარგის მეშვეობით. ეს დღეს ძალიან პოპულარულია და ყველას უხდება", — აღნიშნა გოგიბერიძემ.

 

ფასები საღამოს კაბებზე

საღამოს სამოსის შეძენის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ მიმართოთ დიზაინერს, რომელიც შეარჩევს სტილს, ფაქტურას, სამკაულებს და შესაფერის სამოსს შეკერავს. შეგიძლიათ მკერავის მომსახურებით ისარგებლოთ და კაბის უკვე მზა ესკიზი მიუტანოთ. ასევე შესაძლებელია კაბის შეძენა ბაზრობასა ან მაღაზიაში.

დიზაინერის მომსახურების ღირებულება 500 ლარიდან იწყება. ყველაფერი დამოკიდებულია ქსოვილსა და თარგის სირთულეზე.

დიზაინერის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი

მკერავის მომსახურება გაცილებით ნაკლები ღირს. თუ თქვენ მიერ შეძენილ ქსოვილს მიუტანთ, კაბის შეკერვის ფასი 100 ლარიდან იწყება.

მაღაზიებში სხვადასხვა ფასის საღამოს კაბის შეძენა შეიძლება, თუმცა, ბევრი სიარული მოგიწევთ და დაღლილი თვალებით არჩევა ძნელია. მაღაზიებში გამოსაშვები კაბის შეძენა საკმაოდ რთული საქმეა. ფასებიც განსხვავებულია.

ანალოგიური ვითარებაა ბაზრობაზე, სადაც ხშირად უხარისხო პროდუქცია იყიდება. თუმცა, განსაკუთრებით იღბლიანები აქ სასურველი კაბის შეძენას მაინც ახერხებენ. ბაზრობებზე ფასი 150 ლარიდან იწყება.

აქსესუარები — ფეხსაცმელი, ჩანთა, სამკაულები

რაც არ უნდა დახვეწილი იყოს თქვენი კაბა, ლამაზი ფეხსაცმლის, ორიგინალური სამკაულისა და პატარა ჩანთის გარეშე ზეიმზე ვერ მიხვალთ.

იდეალური ვარიანტია კლაჩი ან მხარზე გადაკიდებული პატარა ჩანთა.

სამკაულის არჩევისას გახსოვდეთ, რომ მათი ფერთა გამა კაბასა და ფეხსაცმელს უნდა შეეფერებოდეს.

საყურეების არჩევანი ვარცხნილობაზეა დამოკიდებული. გაშლილ თმას ნაზი, წყლის წვეთის მსგავსი საყურე უხდება, თუ ნაწნავს, ბერძნულ ვარცხნილობას გაიკეთებთ ან შეიკრავთ თმას, უკეთესი იქნება დიდი, მაგრამ არა მასიური საყურეები გაიკეთოთ.

 

ფეხსაცმელი. მთავარია, სილამაზე მოხერხებულობასთან იყოს შერწყმული. თუ გგონიათ, რომ ეს შეუძლებელია, ცდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია მოხერხებული კალაპოტის სწორი შერჩევა, რომელიც ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ.

თუ გრძელ კაბას შეარჩევთ, უმჯობესია, ერთი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი იყიდოთ, ხოლო კოქტეილის კაბას ძალიან უხდება მაღალი ქუსლები.

Tamara Suji-ის ფეხსაცმელები - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები თბილისში

არ არის აუცილებელი ფეხსაცმელი კაბასთან იყოს შეხამებული, მაგრამ სხვა აქსესუარს მაინც უნდა შეეფერებოდეს.

რომანტიკული სისადავე, გაბედული მინი, ასიმეტრიული ჭრა, ბერძენი ქალღმერთის ან ტყის ფერიას გარეგნობა — არჩევანი თქვენზეა. სკოლის მეჯლისი ეს არის ბავშვობასთან და სკოლის ცხოვრებასთან დამშვიდობება. იმ იერით, რომლითაც თქვენ წარდგებით ბანკეტზე, დაამახსოვრდებით თქვენ თანაკლასელებსა და პედაგოგებს, ამიტომ სამოსის არჩევაში შეცდომის დაშვება არ შეიძლება. გაეცანით მოდის ბოლო ტენდენციებს, შეარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, ახლობლების აზრიც გაითვალისწინეთ და მაშინ საღამოს დედოფალი აუცილებლად გახდებით.

ყველა ახალი ამბავი
0