„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ქართველი დიზაინერების ყველაზე ცნობილ მაღაზიებს.
Kanchaveli
ორიგინალური, ლამაზი, დასამახსოვრებელი — თუნდაც თქვენი გარდერობი სავსე იყოს სხვადასხვა ჩანთებით, თავს მაინც ვერ შეიკავებთ და ხელს თან გამოაყოლებთ Kanchaveli-ს ბრენდის ტყავის ხისსახელურიან პატარა ჩანთა-ჩემოდანს.
ეს არის ბრენდი, რომელიც დიზაინერმა ცაგო ყანჩაველმა შექმნა. ჩანთების გარდა, ის ქმნის საყურეებს, მანჟეტებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, უჩვეულო ქამრებსა და საყელოებს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ცინცაძის ქუჩა 58.
CHUBIKA
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდ CHUBIKA-ს შემქმნელი ნინო ჩუბინაშვილი ცნობილია, როგორც ტანსაცმლის დიზაინერი, მისი ჩანთების, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია არანაკლები ყურადღების ღირსია.
მისი სავიზიტო ბარათია — ქალის სახის გამოსახულება, რომელიც მომტირალ ანგელოზს მოგაგონებთ. ის ამშვენებს ჩანთებს, ქამრებს, სამაჯურებსა და ბეჭდებს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: აბაკელიას ქუჩა 3 ა.
Tamara Suji
ქართველი დიზაინერის თამარ სუჯაშვილის მაღაზიაში თვალები აგიჭრელდებათ. ტუფლები, „ბასანოშკები“, „ბალეტკები“, ბოტფორტები, სხვადასხვა ფორმის და ფერის ჩექმები — ყველაფრის ერთბაშად ყიდვა მოგინდებათ.
სუჯაშვილის მაღაზიაში ნახავთ ლამაზ ჩანთებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ლეონიძის ქუჩა 18.
MaiaMiqash jewellery
მოდის ჭეშმარიტი მიმდევრის ზარდახშაში დიზაინერ მაია მიქაშავიძის კოლექციიდან ერთ ნივთს მაინც აუცილებლად იპოვით. ის იყენებს სხვადასხვა ქვებსა და ლითონებს, მაგრამ ყველაზე ხშირად მუშაობს მურანულ ვენეციურ მინასთან და ავსტრიულ ბროლთან.
მიქაშავიძის ნამუშევრებს ახასიათებს ხარისხი, მრავალფეროვნება და სილამაზე.
დიზაინერი კლიენტებს სახლში იღებს: +995 32 223 20 64; + 995 599 50 62 45.
Anuka Keburia
ხავერდის ბოტასები, სამხედრო სტილის ფეხსაცმელები, ორიგინალური ფორმის ქუსლის მქონე ჩექმები, ლამაზი ქუდები, საყურეები, სამაჯურები — ანუკა ქებურია — განსაკუთრებული გემოვნების დიზაინერია.
ფეხსაცმლისა და აქსესუარების გარდა, დიზაინერი სამოსის კოლექციასაც ქმნის.
მაღაზიის მისამართი თბილისში: აბაშიძის ქუჩა 81.
MADONNA
თუ თვალშისაცემი და კაშკაშა ფეხსაცმლის მოყვარული ხართ, მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ.
ზაფხულისათვის მადონამ ჯინსის ქსოვილისგან დაგიმზადათ მშვენიერი ფეხსაცმელები და „ბასანოჟკები“, რომლებიც ელეგანტურად და ბრენდულად გამოიყურება.
მაღაზიების მისამართები თბილისში: შროშანის ქუჩა 1 და ქუთათელაძის ქუჩა 5.
Maia Arch – Handmade Adornment
დიზაინერ მაია არჩვაძის ნამუშევრები დიდი ხანია აშშ-ში იყიდება. არც ისე ბევრია ქართველი დიზაინერი, რომელიც თავის ნამუშევრებს პოლიმერული თიხისგან ქმნის.
შედეგად კაშკაშა და მოულოდნელი მხატვრული გაფორმების მქონე ნამუშევრები იქმნება.
მაღაზიის მისამართი თბილისში: პეკინის ქუჩა 42.
Populus
ქალური, ფერად-ფერადი, ლამაზი, ხის ჩანთები, საყურეები, კალმები, თმის სამაგრები საქართველოში უკვე ძალიან პოპულარული გახდა.
Populus-ი ორმა დაქალმა — თინა ოსაძემ და მარიამ სიორდიამ შექმნეს.
მაღაზიის მისამართი თბილისში: წერეთლის ქუჩა 49/51.
Shoesofrenia
Shoesofrenia-ში დიდი არჩევანია ბოტილიონების, ჩექმებისა და კედების, როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის.
ირაკლი ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი ავანგარდული და ბრენდული ფეხსაცმელი, ყოველთვის ცნობადია და მიმზიდველი.
მაღაზიის მისამართი თბილისში: აბაშიძის ქუჩა 51.
Mariam Kharshiladze
მარიამ ხარშილაძის მიერ შესრულებული ფეხსაცმელი ხელოვნების ნიმუშია, ორიგინალური, ლამაზი და სუპერმოდური.
ლეოპარდის მოტივები, კედები, გამჭვირვალე ქუსლები და ზონრები — ეს ის ელემენტებია, რომელიც ხარშილაძის ფეხსაცმელს დაუვიწყარს ხდის.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ბარნოვის ქუჩა 75.
TMT
ბრენდი TMT ქართველმა დიზაინერმა თამთა შინდელიშვილმა შექმნა. გამჭვირვალე და ლითონის ქუსლები, ორიგინალური ფორმა და ლამაზი თარგი — თამთა ქმნის ფეხსაცმელს, რომელიც დამზადებულია როგორც უხეშ, სამხედრო სტილში, ისე კლასიკურში.
მაღაზიის მისამართი თბილისში: ბარნოვის ქუჩა 55.