საეკლესიო კალენდარი: 8 ივნისი

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის გუმბათი
ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის გუმბათი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივნისს აღნიშნავს  მოციქულთა: კარპეს და ალფესის, მოწამეთა:  გიორგი ახლის,  ამბერკის და ელენეს, ღირსი იოანე აღმსარებელის ხსენების დღეს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებუოლი საეკლესიო კალენდარში.

 

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი  

წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებბდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.

წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).

წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.

ახალი ზარზმა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 6 ივნისი

წმიდა მოწამე გიორგი ახალი

წმიდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მას დიდმოწამე გიორგის  სახელი უწოდეს. წმიდანი 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიან მოსახლეობაში. მმართველმა წმიდანს დიდება და სიმდიდრე აღუთქვა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა ბოლოს წმინდანი  ცეცხლში  ჩააგდეს.. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელობასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია).

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღსარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრის ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს.

სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 4 ივნისი

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინეპოლის გარეუბანში). იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0