საეკლესიო კალენდარი: 6 ივნისი

© photo: Sputnik / Teona gogniashviliახალი ზარზმა
ახალი ზარზმა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივნისს ღირსი სვიმეონ მესვეტის, მოწამეთა: მელეტის, სტეფანეს, იოანეს, სერაპიონ ეგვიპტელის, კალენიკე მოგვყოფილის, თეოდორეს და ფავსტოს და 1218-მხედარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამინები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი სვიმეონ მესვეტე

ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. 6 წლის სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი - აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული.

მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 5 ივნისი

გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე.  11 წლის სვიმეონს ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსებმა, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ღირსმა სვიმეონმა შემდეგ მოღვაწეობა საკვირველ მთაზე გააგრძელა.

ღირს სვიმეონმა იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევკიის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.

წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა  ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად.

75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და უფლისა მიმართ მიისვენა 596 წელს, სვეტზე გაატარა 68 წელი.

სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 4 ივნისი

წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით

რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი - სტეფანე და იოანე. პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით - 11000 (+დაახლ. 218). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.

წმიდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმიდანთა მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ქრისტესადმი ერთგულების მხილველმა თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური